საქართველოს პრეზიდენტი 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
პოლიტიკა - 20:27, 21 Feb, 2016     1658
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა გახსნეს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე მიესალმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და ლევილის „ქართული კერის“ მმართველი ირენ ციციშვილი.

გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს 1921 წლის კონსტიტუციის 95 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა :

„ 95 წლის წინ, ჩვენი წინაპრები აქ, ამ დარბაზში, სახელმწიფოს მმართველობის, ერისა და ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპს ქმნიდნენ და ადგენდნენ. ეს არის დაწერილი პრინციპი – კონსტიტუცია. მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები საქართველოს კონსტიტუციას ადგენდნენ, რომელზეც ბატონი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოგვახსენებდა, ერთერთს ყველაზე პროგრესულს და ევროპულს მაშინ - კონსტიტუციას, რომლის შინაარსში პრინციპული და დომინანტურია ადამიანის უფლებები, არის ხელისუფლების დაყოფა, არის უმცირესობების უფლებები, როდესაც ისინი ამ კონსტიტუციას წერდნენ აქვე, გვერდით, შულავერში, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ და ემზადებოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო დაენგრიათ და გაენადგურებინათ. მაშინ მოტივაცია ძალიან ნათელი იყო – საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, უნიკალური, ძალიან სპეციფიკური კულტურით, თავისი ღრმა ისტორიული წარსულით, რომ უნდა გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი. იყო სხვა ტენდენცია, რომ ეს ყველაფერი გადახარშულიყო ერთიან, დიდ პროლეტარიატის ცეცხლში და დაგვეკარგა ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი სახელწიფოებრიობა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, როდესაც ხელახლა ქართული სახელმწიფო გახდა დამოუკიდებელი და, როდესაც 1995 წელს ჩვენ ხელახლა მივიღეთ კონსტიტუცია, ჩვენ ამ მოტივაციით, ჩვენი წარსულისა და ტრადიციის გაგრძელებით, მივიღეთ ახალი უზენაესი კანონი, რადგან ეს არის ჩვენი ტრადიცია და ეს არის ჩვენი წარსული. ჩვენი წარსულია საქართველოს დამოუკიდებლობა და ის მომენტი, როცა ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ ევროპული კულტურის სახელმწიფო ვართ. ჩვენი წარსულია სულხან-საბა, ჩვენი წარსულია დავით აღმაშენებელი, ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე. მოვუწოდებ ყველას, რომ ძალიან ფართოდ გაახილონ თვალები და თვალი ამ წარსულს გაუსწორონ. მზერა გაუსწორონ წარსულს, რომელიც ნათლად არის ორიენტირებული ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე და თუკი საუბარია ქართული ტრადიციებისა და ქართველობის დაცვაზე, სწორედ აქ დაიცვან საქართველო – დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც 1921 წლის კონსტიტუცია, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც ილია ჭავჭავაძის სწრაფვა ევროპისაკენ, დაიცვან ქართული ტრადიცია, როგორც სულხან საბას დიპლომატია, თუ ვინმეს სურს საქართველოს დაცვა. დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ვზეიმობთ ჩვენს წარსულს, ასევე ვზეიმობთ ჩვენს მომავალს, რომლის ერთი იოტითაც შეცვლა შეუძლებელია და, რომელიც ძალიან ნათლად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, უმცირესობების უფლებებზე, საკონსტიტუციო პროცესზე, ხელისუფლების დანაწილებაზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

1921 წლის კონსტიტუციის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42