იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღინიშნა
პოლიტიკა - 14:47, 21 Feb, 2016     1922
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა, რუსული ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, იუნკერთა მემორიალთან თბილისის დამცველის დღე აღნიშნეს, აღდგენილი ქართული საბრძოლო დროშების პრეზენტაცია გამართეს და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული თანატოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძე ესწრებოდა.

„გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს. სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით მოხდა ძველი საბრძოლო დროშების აღდგენა.

მოხარული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩართულები არიან ამ საქმეში. ლეგიონი არა მხოლოდ სამხედრო მომზადებას გადის და სკაუტების პოპულარიზაციას ეწევა, არამედ საქართველოს ისტორიის შესწავლის მიმარულებითაცაა ჩართული ქვეყნის მშენებლობის საქმეში“, -აღნიშნა ალექსანდრე ბარბაქაძემ.

დროშების პრეზენტაციის შემდეგ, რუსული ოკუპაციის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. მოგვიანებით კი, ახალგაზრდები იმ პოზიციებზე განლაგდნენ, სადაც 95 წლის წინ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

როგორც გენერალ მაზნიაშილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გამგეობის წევრმა პაატა გიგურმა განაცხადა, ლეგიონი თბილისის დაცველთა დღეს ტრადიციულად, ყოველ წელს აღნიშნავს.

„აქ ამოვედით ამ მეომრების გასახსენებლად და ფრონტის ხაზის გაყოლებით მოვაწყვეთ ლაშქრობა. აღვადგინეთ ძველი დროშები და შევიძინეთ ეკიპირება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან თანამშრომლობა კიდევ გაგრძელდება, რის შედეგადაც ლეგიონი მთელი საქართველოს მასშტაბით შეძლებს ლაშქრობების მოწყობას“, - განაცხადა პაატა გიგაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42