,,მე ფაქტობრივად მაიძულეს, რომ წავსულიყავი თანამდებობიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სამარცხვინო თავდაცვის მინისრმა ქალბატონმა ხიდაშელმა გუშინ წაუყენა ულტიმატუმი, რომლის მიხედვითაც თუ მე დავრჩებოდი თანამდებობაზე საფრთხე შეექმნებოდა კოალიციის ერთობას. პრემიერმა მესაუბრა, რომ მე უნდა წავსულიყავი, მე ეს ტვირთი მოვხსენი და გადავდექი თანამდებობიდან“ -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ ,,კურიერთან“.
დღესვე სანდრო ბრეგაძემ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერზე პოსტი გამოქვეყნა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართა.
,,საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს!!!!2012 წელს როდესაც ჩვენ(ქართველმა ერმა)დავამარცხეთ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი უპირველესი მიზანი იყო,რომ საქართველოში არასოდეს გაყალბდებოდა არჩევნები.ეს მიზანი შესრულდა საპრეზიდენტო არჩევნებისას,ეს მიზანი შესრულდა ადგილობრივი არჩევნებისას და მთელს მსოფლიოს ვანახეთ რომ ქართველებს შეგვიძლია დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.საქართველოს სამარცხვინო თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა და რესპუბლიკურმა პარტიამ ეს მონაპოვარი წყალში ჩაყარა.მათ გააყალბეს არჩევნები საგარეჯოში,ჩაიდინეს გაუგონარი ტიპის დანაშაული და ის რისთვისაც ვიბრძოდით გააცამტვერეს.აუცილებელია დაიწყოს საგარეჯოში არჩევნების გაყალბების გამოძიება,ხოლო გაყალბებაში ეჭვმიტანილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოძიების დასრულებამდე გადაყენებულ უნდა იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.მოძრაობა ეროვნულები კატეგორიულად მოვითხოვთ სამარცხვინო გამყალბებლის თინა ხიდაშელის გადადგომას!!!!!!!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.
მასალის გამოყენების პირობები






