,,ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს....” - 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი კონსტიტუცია იქნა მიღებული
პოლიტიკა - 14:12, 21 Feb, 2018     4867
1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული იქნა ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი - კონსტიტუცია.

მართალია ამ დოკუმენტმა მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგრამ მისი ისტორიული როლი, როგორც დასავლური ღირებულებების დამდგენი სამართლებრივი აქტისა, მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს თანამედროვე დემოკრატიის საფუძვლებს.

1921 წლის კონსტიტუციიდან გამოვყოფდი რამდენიმე, ჩემი აზრით მნიშვნელოვან თავისებურებას:

1. საპარლამენტო რესპუბლიკის საფუძვლები

- კონსტიტუცია საერთოდ არ ითვალისწინებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ქვეყნის პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი წარმმართველია პარლამენტი, რომელსაც პირდაპირი წესით ირჩევენ მოქალაქეები სამი წლის ვადით. ნიშანდობლივია პარლამენტის წევრთა არჩევის მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემის არსებობა.

- აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს რესპუბლიკის მთავრობა, რომლის თავმჯდომარესაც ერთი წლის ვადით არაუმეტეს ზედიზედ ორჯერ ირჩევს პარლამენტი. მთავრობის წევრს იმავდროულად უფლება აქვს ეკავოს პარლამენტის წევრის თანამდებობა ან წარმოადგენდეს ადგილობრივ თვითმმართველობას (,,ადგილობრივი თვითმმართველობის ხმოსანი”).

2. სასამართლო ხელისუფლება

- კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ორგანიზაციულად განცალკევებული საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობას. მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციას წარმოადგენს პარლამენტის მიერ არჩეული სენატი, რომელიც ,,მოვალეა თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და განაგოს

სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.”

- აღსანიშნავია სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი გარანტიები : ,,არ შეიძლება სასამართლოს წევრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა მისი სურვილის წინააღმდეგ, გარეშე სასამართლოს დადგენილებისა. თანამდებობიდან მისი დროებით გადაყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა სამართალში ან გამოძიებაში არის მიცემული. სრულიად დათხოვნა - კი შეძლება სასამართლოს განაჩენის ძალით.”

- კონსტიტუცია ითვალისწინებს საქმეების განხილვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ,,მძიმე სისხლის სამართლის, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის.”

3. ადგილობრივი თვითმმართველობა

1921 წლის ძირითადი კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის იმ დროისათვის მეტად პროგრესულ ინსტიტუციურ საფუძვლებს:

- მუნიციპალიტეტი აირჩევა მოქალაქეთა მიერ პირდაპირი წესით პროპორციული საარჩევნო სისტემით.

- მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

- ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მიღებული აქტი შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ სასამართლოს მიერ.

4. სახელმწიფო და ეკლესია

1921 წლის კონსტიტუცია აცხადებს რწმენის თავისუფლებას და განსაზღვრავს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს:

,,ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს.

სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.

არც ერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა.

ხარჯის გაღება სახელმწიფო ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.”

1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობა აღიარებულია 1995 წლის ძირითადი კანონით, როგორც საქართველოს ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა.


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42