წარმატების ფორმულა-შიმონ პერესის მოხსენება უკრაინაში
პოლიტიკა - 17:02, 20 Feb, 2016     1437

,,შიმონ პერსისი სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა,, ასე უწოდეს 92 წლის ებრაელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელის მე-9-ე პრეზიდენტის შიმონ პერესის გამოსვლას კიევში 13 სექტემბერს…

,,ჩვენ ვოცნებობდით ჩვენს მიწაზე, მაგრამ მიწა რომელიც ჩვენ გვერგო არ იყო საოცნებო. ეს იყო რაღაც პატარა ნაგლეჯი მიწისა… ახლო აღმოსავლეთის ერთი მეათასედი ნაწილი. ეს მიწა ჩვენ კარგად არ გვეპყრობოდა… იქ იყო ჭაობები, კოღოები, სამხრეთში უდაბნო და ქვები… არჩევანი კოღოებსა და ქვებს შორის იყო. იქ ორი ტბა იყო – ერთი მკვდარი და მეორე მომაკვდავი. იყო განთქმული მდინარე, თუმცა მასში წყალი არ იყო… წყალი სრულებით არ იყო. არანაირი ბუნებრივი რესურსი არ არსებობდა – არც ოქრო და არც ნავთობი… მაშინ ასეთი გამოთქმა იყო ,,ახლო აღმოსავლეთში არსებობს ქვეყნების ორი ტიპი: ნავთობის ქვეყნები და წმინდა ქვეყნები,, ჩვენი ქვეყანა კი – აბსოლიტურად წმინდა იყო… რამეთუ არაფერი არ ჰქონდა.

ჩვენ მარტოდმარტო ვიყავით. ჩვენ არ გვყავდა არც რელიგიური ძმები, არც ერთენოვანი დები და არც ისტორიული მეზობლები. ეს ყველაფერი ხდებოდა ჰოლოკოსტის შემდგომ… ჩვენ იქ მივედით და არ ვიცოდით რა გვექნა… ნამდვილად არ ვიცოდით.

და ჩვენ მოვიფიქრეთ: ბუნების ყველაზე დიდი სიმდიდრე – ეს არის ადამიანი. ადამიანები ამდიდრებენ მიწას და არა მიწა ადამიანებს.

ჩვენ გავხდით სწავლულები. ყოველმა ფერმერმა ისრაელსი და ყოველმა გლეხმა დაიწყო ფიქრი, თუ როგორ განევითარებინა სოფლის მეურნეობა წყლისა და მიწის გარეშე… და ჩვენ განვავითარეთ ის. ეს იყო პირველი სოფლის მეურნეობა მსოფლიოში, რომელიც ჰაი-ტექზე (მაღალ ტექნოლოგიაზე რედ.) დაფუძნდა. მე თვითონ მაშინ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და ჩვენ ვცდილობდით ჩაგვეტარებინა ირიგაცია… ცხელი წყლით ვრწყავდით ხეებს და გვეგონა რომ ისინი ასე უკეთ გაიზრდებოდნენ. ჩვენდა გასოცრად, გაირკვა, რომ სოფლის მეურნეობა დაფუძნებული არამხოლოდ ნიადაგზე, არამედ ჰაი-ტექზე დაფუძნებულიც მუშაობს. დღეს ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს… წყალს ჩვეულებრივად პოულობენ და არა მოიპოვებენ… ჩვენ კი მისი მოპოვება დავიწყეთ… და ჩვენ წინ წავედით. ჩვენ წყლის გამტკნარებაც ვისწავლეთ. ჩვენ ვეძებდით ბოსტნეულს, რომლებიც ცოტა წყალს სვამენ და დავიწყეთ სელექცია. აი თქვენ ნამდვილი საიდუმლო: მომავლისთვის უფრო მნიშვნელოვანია არა ის, რაც თქვენ აღმოაჩინეთარამედ ის, რასაც თქვენ აწარმოებთ.

ჩვენ არც ხალხი გვყავდა და არც იარაღი გვქონდაჩვენ არასდროს არ გვიომია. ჩვენ სულ 450 ათასი კაცი ვიყავით და არც გენერლები გვყავდა და არც საბრძოლო გამოცდილება გვქონდა. გაერომ გადაწყვიტა შეექმნა სახელმწიფო ისრაელი, მაგრამ ფაქტიურად ომი მიდიოდა… რა უნდა გვექნა? ორი რამ…

პირველი – ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ მამაცები და უშიშარნი. მათ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ არჩევანი არ გვაქვსჩვენ მხოლოდ უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ერთხელაც რომ დავმარცხდეთმორჩა.

მეორე – იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენიარაღი არ გვქონდაჩვენ მისი წარმოება დავიწყეთ. ჩვენ დავიწყეთ არმიის სრულყოფა და მოგვიწია განგვევითარებინა IT- სექტორი, რომელიც არმიაზე მუშაობდა… რამეთუ ვიყავით მარტონი და მტრულ გარემოცვაში.

რატომ გიყვებით ყველაფერ ამას? დღემდე ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ვეუბნები: მეგობრებო, თქვენ გაცილებით მეტი გაქვთ ვიდრე თქვენ ფიქრობთნუ იქნებით ზარმაცები! თქვენ გაქვთ გაცილებით მეტი, ვიდრე მიწას შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ისეთი რამეები, რაც თქვენ აქამდი არ მოგცემიათეს გაკვეთილია ყველასათვის.

უკრაინა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა სოფლის მეურნეობის სფეროში… თქვენ ძალიან ბევრ პროდუქტს აწვდით მსოფლიოს და სოფლის მეურნეობაზე უარი არ უნდა თქვათ… თქვენ შეგიძლიათ და ვალდებულიც ხართ ხალხის რესურსები და ტალანტი გააერთიანოთ… და ისე მოახდინოთ მოდერნიზირება.

პოტენციალი ადამიანებს ძალიან დიდი აქვთ, მაგრამ ისინი ცოტათი ზარმაცები არიან.თუ რაიმეს მიღწევა გინდათ, უნდა იმუშაოთციდან არაფერი არ ცვივა. ჩვენ ისრაელში ძალიან ბევრს ვმუშაობდით… რა არის ამაში ცუდი?! არ ვიცი… ადამიანები შვებულებაში გადიან… ეს დროის ფუჭი ხარჯვაა. მე 90-ს გადავცილდი და არასდროს ვყოფილვარ შვებულებაში. მე მეუბნებიან ,,შენ რა… არანორმალური ხარ? როგორღა ისვენებ?,, მე კი ვამჯობინებ ვიმუშაო და სამუშაოსგან სიხარულს ვღებულობ. პესიმისტებიც ნუ იქნებით! ესეც დროის ფუჭი ხარჯვაა… განსაკუთრებით მაშინ, როცა დროება იცვლება.

უნდა გაჰყვეთ მეცნიერებას. მეცნიერებას არა აქვს საზღვარი, შეზღუდვა და არააქვს რეფლექსები. ნუ ცდილობთ გადაწყვიტოთ წარსულის პრობლემებირადგან მე ვეჭვობ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელიაწარსული საერთოდ არანაირ როლს არ თამაშობსუბრალოდ შეიშწავლეთ ის, რადგან წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთწარსულში არც მომავალია და არც არანაირი იმედი.

ადამიანების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს რაღაც ,,ახსოვდეთ,,… და არა რაღაც ,,წარმოდგინონ,, – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა… რა გინდათ რომ გახსოვდეთ? ის შეცდომები, რომლებიც დაშვებული იქნა?ისტორიაზე დაყრდნობა არ შეიძლება. ისტორიკოსების მეფეების და ხელისუფალთა მაცნეები იყვნენისინი იმას ამბობდნენ რაც მათ აწყობდათ.

ადამიანებს ეშინიათ რაღაცისმაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის რა დაგვემართება.

ხანდახან მეკითხებიან: თუ უკან მოიხედავთ, როგორი იყო თქვენი ყველაზე დიდი შეცდომები?

მე ვპასუხობ: ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ დიდი ოცნებები გვქონდა… ახლა კი ვხდებით, რომ ეს ოცნებები არც ისე დიდი ყოფილა… იოცნებეთ რაღაც ძალიან დიდზე! რაც უფრო დიდი იქნება თქვენი ოცნება, მით უფრო დიდს მიაღწევთ თქვენ.

თქვენი ახალი თაობა ბრწყინვალეა… მაგრამ რაც მე მაბრაზებს მათში, არის ის, რომ მათ სძულთ პოლიტიკოსები. ისინი ამბობენ: პოლიტიკა კორუმპირებულია… ის არაა ჩვენთვის. მე ვპასუხობ: თქვენ გინდათ წესიერი პოლიტიკა? წადით პოლიტიკაში და თქვენ გააკეთეთ წესიერი პოლიკა!

ზოგჯერ დამიანები მეკითხებიან მე, როგორ უნდა დავრჩეთ აქტიურები? ეს ძალიან ადვილიადაიანგარიშეთ თქვენს ტვინში მიღწევები და ოცნებებითუ თქვენი ოცნებები უფრო მეტია ვიდრე თქვენი მიღწევებიეს ნიშნავს, რომ თქვენ ახალგაზრდა ხართთუ პირიქითაანიშნავს, რომ მოხუცდით.

ეს ის გაკვეთილებია, რაც მე წარსულიდან გამომყვა…,, აცხადებს შიმონ პერესი.

უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42