გუბერნატორის სიდედრი ოზურგეთის დასუფთავების სამსახურმა დაკრძალა
პოლიტიკა - 15:14, 20 Feb, 2016     14365
გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის სიდედრი, ციური ნაცვალაძე, ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა დაკრძალეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თვითმხილველებმა აცნობეს.

ამ ინფორმაციას კერძო საუბრებში ასევე გვიდასტურებენ დასუფთავების სამსასხურის თანამშრომლები, რომლებიც მათზე შესაძლო რეპრესიების დიდი ალბათობის გამო ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებენ.

მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის დასუფთავების სამსახური უკვე წელიწადია გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო, მშენებლობით და სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს ახორციელებს:

“ამ წუთას გუბერნატორის ეზოს ვწმენდთ მთლიანად და თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობას ვაწარმოებთ, ვჩეხავთ ზედმეტ ძირებს, გაგვაქ ტერიტორიიდან ნაგავი, ვხვეტავთ კარ-მიდამოს, ამას წინათ ღობეებს ვღებავდით“.

„გაზი კომპანია "სოკარმა" უფასოდ შემოუყვანა, დაუმონტაჟა და ღობეებიც გაუკეთა."-გვიყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.

"აგერ „გუშხამ“, ერთი კვირის წინ, თებერვლის პირველი ნახევარი იყო, როცა სიდედრი გარდაეცვალა, წაიყვანეს დილიდან ათხრევინეს ჩვენებს საფლავი, მოასვენეს მიცვალებული და ბოლო პატივიც სცეს, თურმე ქელეხის სუფრიდან საჭმელი გაუგზავნეს ე.წ.მესაფლავეებს - არ მოგერიდოთ მაინც ბიუჯეტი იხდისო. ღმერთმა აცხონოს, კარგი ქალი იყოო, ამბობენ, მაგრამ ჩვენც მონები ხომ არ ვართ."-გვიყვება ამავე სამსახურის მეორე თანამშრომელი.

ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის, იგივე ა(ა)იპი "ოზურგეთის სერვის ცენტრის" თანამშრომლები გაუსაძლის ყოფაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გუბერნატორი არ არის ერთადერთი თანამდებობის პირი, ვის სახლშიც ისინი უფასოდ, იძულებით მუშაობენ:

"ყოველ მეოთხე-მეხუთე დღეს ბოხვაურში იგზავნება სპეციალური ბრიგადა, ხან რას აკეთებენ და ხან რას. აგერ, რა სალაპარაკოა მარა, ტუალეტიც ჩვენი ამოსათხარი დარჩა. ჩვენს გარდა იქ უამრავი საჯარო სამსახურია, ისინიც ჩვენსავით უფასოდ მუშაობენ. კომპანია "სოკარი" იმიტომ ავღნიშნეთ, რომ გაგვიკვირდა კერძო კომპანიებიც თუ ჩვენს დღეში იყვნენ არ ვიცოდით"-გვითხრა ერთ ერთმა თანამშრომელმა.

თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42