,,გონია, რომ მის სანახავად დაბრუნდები...“ - განო კოტე თოლორდავას შვილის დაბადების დღეს ულოცავს
სოც.მედია - 13:17, 20 Feb, 2016     11708
განო მელითაური მისი და კოტე თოლორდავას შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფეისბუქის გვერდზე პოსტს წერს. განო თარაში დაბადებას და კოტესთან ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს.

,,2012 წ.20 თებერვალი თენდება .მუცლით ერთ სიმპატიურ ბიჭს ჩაჩავას სამშობიაროში მივარბენინებ, კოტეს ჩემი ხელი მაგრად უჭირავს ... უკვე მეორედ და გაცნობიერებული ტკივილის მოლოდინით ვაპირებ ახალი სიცოცხლე მოვავლინო ცისფერ ბურთში

-განიკო სულ შენთან ვიქნები ,რისი გეშინია? -ამას ისე მეუბნება, ვხვდები საკუთარ თავსაც ამხნევებს და პირდაპირ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.. ,ვუცინი და კისერს ვიღერებ,რომ ცრემლები ვეღარ დაინახოს

- შე სი-დო-ნი ა - თან ხელი თვალებთან მოაქვს,, ორ თითს შორის აქცევს ცრემლებჩამდგარ შავ-თეთრ ბურთებს და ზედ დანკოს გულზე მიხუტებს! - მე არაფრის აღარ მეშინია და ცეკვა-ცეკვით , გრძელი დერეფნის ეიფორიაში ვიკარგებით....

მთელი ღამე ერთად, სიმღერ-სიმღერით ,თანადგომით და უდიდესი მოლოდინებით ვითვლიდით წუთებს .

-უუხ შენი მამა-ს! - ეუბნებოდა მუცელთან ამოზნექილ არსებას და ბედნიერებისგან ჰაერი არ გვყოფნიდა

7-ს ნახევარზე დაიბადა თარაშ-თომა თოლორდვა და სამუდამოდ შეცვალა გაკოს ცხოვრება უკეთესობისკენ... დღეს 4-ის ხდება, ვაჟკაცია და შენსავით ვეებერთელა გული აქვს!

იცი , გონია,რომ გაიზრდება მის სანახავად დაბრუნდები,დილაობით ხატებს ელაპარაკება ,საყვედურობს რატომ წაიყვანეთო, მერე ფანჯარასთან მიდის - მე კარგი ბიჭი ვიქნები, სულ მიყურებსო მეუბნება...ზუსტად შენსავით მეფერება,რუდუნებით აკონტროლებს - სახლიდან თბილად ჩაცმული გავიდე თუ ცივა,უყვარს ყველა ცოცხხალი არსება გარშემო და თავის დებს გამუდმებით უხსნის რომ ზემოდან იცავ! ორი დღის წინ გადასხმას რომ უყენებდნენ , მამას კაცური ხელი მივეცი და არ ვიტირე,მაგარი ვარო ამაყობდა ,როცა ბრაზდება მამიკო გხედავს ამას როგორ მეუბნებიო და გული უჩუყდება

და მართალია სიცხიანმა ,მოწყენით გააცილა სასწრაფოს ექიმები , მაინც ბედნიერია,რადგან 3 წელი ერთად გაატარეთ! ჩქარა დაიძინა ,ზუსტად იცის - ჩაძინებულს აუცილებლად მიაკითხავ სასიზმრეთში

დიდი მადლობა, რომ გამიყავი ამხელა სიყვარული და მას თარაში დავარქვით! მის დაბადებას გილოცავ დანკო და გპირდები შენნაირი -ერთგული და მართალი გაიზრდება ! ჩვენ,მე და თარაშ-თომა ამას გპირდებით სანუკვარო!“ - წერს განო მელითაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42