თოფაძე რესპუბლიკურ პარტიას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას სთავაზობს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ "რესპუბლიკელებმა" და "მრეწველებმა" საკუთარი ძალები არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა მოსინჯონ და ნახონ, ვინ მოხვდება პარლამენტში. შემდგომ კი ისევ კოალიციაში გაერთიანდნენ".
რაც შეეხება პირადად თინა ხიდაშელს დეპუტატმა დღესაც გაიმეორა რომ თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოს არჩევნები გააყალბა.
თოფაძის ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გაიმართა თათბირი, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვის უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდა და მასზე გადაწყდა, რომ მუხროვანის მე-13 უბანი, სადაც სულ 25 კაცი ირიცხებოდა, არ გახსნილიყო და მათი გადანაწილება სხვადასხვა უბანზე მომხდარიყო. მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი ოქმიც არსებობს, თუმცა დეპუტატს თქმით, ხიდაშელი არაკორექტულად მოიქცა, და საგარეჯოში 526 ჯარისკაცი ჩაიყვანა.
„თინა ხიდაშელს ჩემთვის შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენებინა. ნაპოლეონია, კუტუზოვი თუ ვინა არის?“ - აღნიშნა გოგი თოფაძემ.
მან დღეს პრემიერ-მინისტრს პოზიციაც შეაფასა, გოგი თოფაძე ამბობს, რომ პრემიერს კორექტული განცხადება ჰქონდა და ის იღებს მისგან შენიშვნას.
მასალის გამოყენების პირობები






