დავით ნარმანიამ პროკურორის შვილის სწავლის ხარჯის თბილისის მერიიდან 5 400 ლარით დაფინანსების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
ნარმანია ირწმუნება, რომ შეცდომაში შესაბამისმა სამსახურებმა შეიყვანეს, რის გამოც თანამდებობიდან „საშუალო რანგის თანამშრომელი გათავისუფლდა“.
„ეს არის შეცდომა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა,“ - აღნიშნა თბილისის მერმა.
„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა მუხლიდან დავეხმარეთ ჩვენ თამარ გერგედავას. ასეთი რამ არ ყოფილა. სხვა სოციალური ღონისძიებებიდან, საიდანაც შეჭირვებული ოჯახების სწავლის საფასურის ფინანსდება, იქიდან მოხდა მისთვის თანხის გამოყოფა. თუმცა, ოჯახი არ ყოფილა შეჭირვებული და ამის შესწავლა უნდა მომხდარიყო,“ - აცხადებს დავით ნარმანია.
მისი თქმით, ყველა განცხადებას ის ვერ გადაამოწმებს და ამისთვის მერიაში არსებობენ შესაბამისი სამსახურები.
მასალის გამოყენების პირობები






