"ჩემი დაკავების მიზეზი ადიკო ივანიშვილისთვისა და სუს-ის მაღალჩინოსანისთვის ციხისძირში გადაღებული ფოტო გახდა. პოლიციამ მიიღო დავალება და დამაკავა" - აღნიშნავს ბაგრატიონი.
სამი პარტიზანი მებაღე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორი წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკავეს. მათ პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – შპს ზიმოს მისცა. აჭარის მთავრობამ ბათუმელებს დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. თუმცა, აჭარის მთავრობის მტკიცებით, "დენდროლოგიური პარკი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გაჩნდება კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე".
მასალის გამოყენების პირობები






