თოფაძე-რესპუბლიკელების დაპირისპირება კვლავ გრძელდება. თოფაძის განცხადებით, რესპუბლიკელების ყოფნა კოალიციას უფრო მეტს დააკლებს.
,,მე ვარ ბიზნესმენი და როცა ბიძინამ შემომითვალა, ვუთხარი, რომ პრობლემები მქონდა, შემმოწმებლებს მოვიშორებ და შენ გვერდით ვართქო. ეხლა რომ გაიძახიან რესპუბლიკელები ჩვენ პირველი მივედით... და ჩვენ ვართ წამყავი ძალა, რომ იძახიან... კოალიციაში თუ დავრჩებით შემდეგში, მათი ყოფნა კოალიციას უფრო მეტს დააკლებს“ - აცხადებს თოფაძე.
,,მრეწველების“ ლიდერი თინა ხიდაშელს არჩევნების გაყალბებაში კვლავ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილეს არჩევნების საკითხი, კერძოდ ის, რომ მუხროვანის უბანზე 25 კაცია და არ ღირს იქ უბნის გახსნა. მისი თქმით, დადგინდა, რომ ის უბანი უნდა გაუქმებულიყო. ,,ამის მერე 522 ჯარისკაცი ჩამოყვანეს საქართველოს ყველა კუთხიდან... რა, არ იცოდა, რომ ამას აკეთებდნენ. ჩვენ ჩავატარეთ ღირსეული არჩევნები და ხალხმა დაიჯერა... ამან კი ჩვენს იმიჯს ზიანი მიაყენა. არც მას გავცემდი ხამას, მაგრამ როცა დაიწყო დაცინვა და კრიტიკა, ყველას გავცემ პასსუხს“ - აცხადებს თოფაძე.
მასალის გამოყენების პირობები






