საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სარკინიგზო მაგისტრალი მოინახულეს
პოლიტიკა - 18:58, 19 Feb, 2016     1901
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 2016 წლის 19 თებერვალს თბილისში გამართული სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთი მოინახულეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებს, მაგისტრალის ქართულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეფასებით, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდება აზიისა და ევროპის კონტინენტების ერთმანეთთან დაკავშირება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, ხელს შეუწყობს ტვირთების მოზიდვას და აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზაციას.

„ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ჩვენ სამი ქვეყანა ძალიან დიდ რესურს ვხარჯავთ იმისათვის, რომ ამ პროექტმა შეძლოს ახალი სინერგიის მოტანა რეგიონთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის. ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მხოლოდ საქართველოს მონაკვეთზე 700 მილიონზე მეტი დაიხარჯა და როდესაც დამთავრდება ეს პროექტი მას 1400 კაცზე მეტი ადამიანი მოემსახურება, შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. ეს ნამდვილად იქნება ისტორიული მნიშვნელობის გზა და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ პირველ გადაზიდულ ტვირთს ამ მონაკვეთებზე“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

„საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი წარმოადგენენ ამ პროექტის ცენტრს. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც დიდი ბრიტანეთისთვის და ჩინეთისთვის, ასევე ევროპისა და აზიისთვის, რადგან ხდება აბრეშუმის გზის აღდგენა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ლონდონისა და პეკინის ერთმანეთთან დაკავშირება“ - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

„ჩვენი აქ სტუმრობა კარგი ინიციატივაა, ჩემი თვალით ვხედავ, რომ ვასრულებთ იმ დიდი გზის მშენებლობას, რომლის განხორციელების იდეაც 7 წლის წინ გაჩნდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოვიყენებთ გზას, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით, რომელიც იქნება წარმატებული მთლიანად რეგიონისთვის“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42