მისი თქმით, ბურჭულაძის ფონდი მუშაობის ახალ ფაზაში გადავიდა. ორგანიზაციაში მოქმედ თემატურ ჯგუფებს კი პაატა ბურჭულაძე უშუალოდ უხელმძღვანელებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც სწორედ მსოფლიო ბანი დაიკავებს.
"თავენს საიტზე განთავსებული მასალა უბრალოდ არაზუსტია. ოფიციალური კომენტარი შემიძლია მოგცეთ: „საქართველოს განვითარების ფონდში" ახლა ის პერიოდია, როცა მომზადდა თემატური ჯგუფები, შეჯერდა ხედვები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რომ ორგანიზაციაში მოქმედ თემატურ ჯგუფებს სწორედ პაატა ბურჭულაძე უხელმძღვანელებს. ის იქნება ფონდის საქმიანობასა და ღონისძიებებში აქტიურად ჩართული. რაც შემეხება მე - ვრჩები "საქართველოს განვითარების ფონდში" და საგარეო ურთიერთობებში მაქსიმალურ მხარდაჭერეას აღმოუჩენ ფონდს. ამ მიმართულებით ვიქნები დაკავებული"- აღნიშნა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






