დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე „რესპუბლიკელებს“ უპირისპირდება:
„არაერთხელ მითქვამს--წყალსაც წაუღია ყველა თანამდებობა,როდესაც მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს ეხება საქმე.დიახ!!!სწორედ რესპუბლიკელები აფერხებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს,რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.დიახ!!!სწორედ რესპუბლიკელები და მთავრობის ზოგიერთი წევრი ითხოვდა ჩემს გადადგომას იმის გამო რომ ეკლესია და პატრიარქი დავიცავი.დიახ!!!სწორედ რესპუბლიკელებმა გააყალბეს არჩევნები საგარეჯოში.დიახ!!!გაჩუმება არ შეიძლება და ვინც გაჩუმდება ის მათზე უარესი იქნება!!!...
მინდა მივმართო იმ დეპუტატებს და მთავრობის წევრებს ვინც ჩემთან პირად საუბრებში აცხადებდა რომ რესპუბლიკელები ღუპავენ ქვეყანას!!!ხმა ამოიღეთ!!!!
რესპუბლიკელები არიან ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ძალა და დროა ყველამ ხმა ამოვიღოთ ამაზე!!!!
ეს არის ჩემი განცხადება.ამაზრზენი საყურებელია თუ როგორ ყვავ-ყორნებივით დაესიენ ბატონ გოგი თოფაძეს თავისსავე კოალიციის წევრები.არადა რა თქვა მან ტყუილი???არაფერი,თითქმის ყველაფერი სიმართლე თქვა.ამავე დროს ერთი რამეცაა აღსანიშნავი--პირად საუბრებში უარესს ამბობთ პატივცემულო დეპუტატებო და მთავრობის წევრებო რესპუბლიკელებზე და აქ დგახართ და სიცრუეს ამბობთ.დიახ!!!რესპუბლიკელები მთელი თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდიოდნენ და ეს უნდა ითქვას!!!“- ამ შინაარსის პოსტებს აქვეყნებს მინისტრის მოადგილე ფეისბუკგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






