შეხვედრის საფუძველი ოზურგეთის ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტის მიერ ქალაქის მერისადმი გაგზავნილი წერილი გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ ვეტერან ფეხბურთელებს სურვლი აქვთ, თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება კლუბ ,, მერცხალი“-ს განვითარებას მოახმარონ.
აღნიშნული წერილის ავტორი და ვეტერან ფეხბურთელთა კლუბის პრეზიდენტი, მურთაზ აბაშიძე ქალაქის მერთან შეხვედრას არ დასწრებია. როგორც გაირკვა, ვეტერანები წერილის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ, თუმცა შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად წარიმართა. ყოფილმა ფეხბურთელებმა ბეგლარ სიორიძესთან კლუბ „მერცხალი “-ში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს და მერს გუნდის განვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი ხედვა გააცნეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, ქალაქის მერმა გულდასმით მოგვისმინა. ვისაუბრეთ კლუბ ,, მერცხალი“-ს დღევანდელ მდგომარეობაზე, კმაყოფილები ვართ, რადგანაც კვლავ გვეძლევა საშუალება, ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით წვლილი შევიტანოთ საფეხბურთო კლუბ „ მერცხალი“-ს განვითარების საქმეში.“ - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა ბადრი ლომინაძემ.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება საფეხბურთო კლუბ „მერცხალი“-ში, თუმცა გაიგეს ყველაფერი და ჩვენ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე შევთანხმდით. ვფიქრობ, რომ ვეტერან ფეხბურთელთა გამოცდილება წაადგება ჩვენს საფეხბურთო კლუბს და დღეიდან ერთად ვიზრუნებთ გუნდის წარმატებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე“ - აღნიშნა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






