„ასეთი დაპირისპირებები შეიძლება არსებობდეს , მაგრამ ეს უნდა წყდებოდეს შიდა ფორმატში და გარეთ გამოტანა არ უნდა ხდებოდეს, როდესაც შეიქმნა ეს ფრაქცია ეს იყო კოალიციიური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ვარ მე ამ ფრაქციის წევრი და არ ვაპირებ ფრაქციის დატოვებას“- განაცხადა გიორგი კახიანმა.
თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თანაკოალიციელმა გოგი თოფაძემ დაადანაშაულა. მრეწველების ლიდერის კრიტიკის ობიექტი მთლიანად "რესპუბლიკელებიც" გახდნენ. აღნიშნულ თემას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და თანაგუნდელებს მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია:
"ეს არის აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ჩირქს ცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას ყველანაირი საფუძვლის გარეშე. ჩვენს თანაგუნდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, სხვა წესით და ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






