,,ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას. პრემიერმა დააფიქსირა, რომ ეს აზიანებს კოალიციას. კოალიციაზე არ უსაუბრია გოგი თოფაძეს, საუბარი იყო ერთი კონკრეტული პიროვნების მიმართ",- განაცხადა ტყემალაძემ.
თინათინ ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში თანაკოალიციელმა გოგი თოფაძემ დაადანაშაულა. მრეწველების ლიდერის კრიტიკის ობიექტი მთლიანად "რესპუბლიკელებიც" გახდნენ. აღნიშნულ თემას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა და თანაგუნდელებს მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავება ურჩია:
"ეს არის აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ჩირქს ცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას ყველანაირი საფუძვლის გარეშე. ჩვენს თანაგუნდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, სხვა წესით და ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






