ამ მიზნის მისაღწევად განიხილება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა.
რას გულისხმობს დუალური სისტემა და რატომ დადგა დღის წესრიგში პროფესიული განათლების ისევ იმ მოდელთან დაბრუნება, რომელიც 2011-2012 წლებში უკვე იქნა დანერგილი ქართულ პროფესიულ სასწავლებლებში.
დუალური მოდელი გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულებების/პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს.
სააკშვილის ხელისუფლების განათლების ყოფილი მინისტრი ,,ნიუპოსტთან" ამბობს, რომ დუალური მოდელი ჯერ კიდევ 2011 წელს იქნა დაწყებული. მათ შორის პროფესიულ განათლებაში ვაუჩერული სისტემა, რომელიც დიმიტრი შაშკინის თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოიშალა.
_ამ ფაქტმა, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სანიკიძეს წარმოადგენა არ აქვს რას ნიშნავს ზოგადი განათლება. ჯერ მარტო სკოლებს რომ გადავხედოთ, კვლავ ხდება ფულის, ე.წ. ობშიაკის შეგროვება, კვლავ ხდება ძლიერის მხრიდან სუსტის დაჩაგვრა, ბავშვები კვლავ არ დადიან სკოლებში და დადიან რეპეტირტორებთან. ეს არის ის, რაც სანიკიძემ დანერგა სკოლებში. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აქაც სტუდენტები იხდიან დიდ თანხებს და ვერ იღებენ ცოდნას, რომელიც დასჭირდებათ 21-ე საუკუნეში.
_თუკი ეს სიტემა 2012 წლის შემდეგ მოიშალა, მაშინ რატომ დაიწყო ეხლა პროფესიულ განათლებაში ამ მოდელზე საუბარი?
_მოგეხსენებათ, რომ სანიკიძე არის ფინანსისტი, და ის ამ პრობლემას უყურებს როგორც ფინანსისტი და არა ადამიანი, რომელსაც შინაასობრივად ესმის განათლების არსი. 2011 წელს ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელვანი რეფორმა პროფესიულ განათლებაში, რომლის ერთ-ერთი ეტაპი იყო ის, რომ დაფინანსება უნდა ყოფილიყო ვაუჩერებით. ანუ ის, ვისაც სურდა პროფესიული განათლება, იღებდა ვაუჩერს და თვითონ წყვეტდა სად წავიდოდა. ბუნებრივია, რომ ადამიანი პროფესიულ განათლებას არ იღებს იმისთვის, რომ ატესტატი დაკიდოს კედელზე, არამედ მას სურ მიიღოს პროფესია და შეიძინოს ის უნარები, რომლითაც შეძლებს ფულის შოვნას. პირდაპირ პროფესიული განათლება უფრო მჭიდროდ არის დამოკიდებული დასაქმებაზე, ვიდრე უმაღლესი განათლება. თუ უმაღლეს განათლებაში არის 4 წელი ბაკალავრიატი და 2 წელი მაგისტრატურა, პროფესიულ განათლებაში არის დაჩეხილი და უკვე ერთი წლის სწავლის შემდეგ შენ შეგიძლია დაიწყო მუშაობა. სანიკიძემ ამას შეხედა წმინდა ფინანსური კუთხით. ვაუჩერით, ბუნებრივია, უფრო რთულია სამუშაო, მეტი გაანგარიშება გჭირდება და ნაცვლად იმისა, რომ რეფორმა ბოლომდე მიეყვანათ, უკუსვლა დაიწყეს და კოლეჯები გადაიყვანეს კვლავ ლამსამურ დაფინანსებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პროფსასწავლებელს აძლევ კონკრეტულ თანხას და ის თვითონ წყვეტს, რა პროფესიებს ასწავლის. სწორედ აქ ეჯახები მთავარ პრობლემას.
_განსხვავება რაში მდგომარეობს?
_პროფესიულ განათლებაში, განსხვავებით უმაღლესი განათლებისა, ბევრად დიდი სხვაობებია პროფესიებს შორის მომზადებაში. მაგალითად გამყიდველ-კონსულტანტის მომზადება გულისხმობს ოთახს, სკამებს, მაგიდას და ლექტორს. შემდუღებლის მომზადება გულისხმობს აპარატურას, ე.წ. კატოდებს და ა.შ. ანუ ბევრად უფრო ძვირია ამ ყველაფრის შეტანა. მოხდა ის, რომ ლამსამური სისტემის შემდეგ მათ შეამცირეს ამ პროფესიების რაოდენობები და ბოლომდე გაზარდეს ბუღალტრების, გამყიდველ-კონსულტატნტების და.ა.შ პროფესიები, რომლის თვითღირებულება არის დაბალი, მაგრამ ბაზარზე დასაქმება არის რთული. ეს საკითხი სანიკიძემ უკვე გააფუჭა. ახლა, ის საუბრობს გერმანულ მოდელზე და პრემიერ-მინისტრთან მიაქვს როგორც ნოუჰაუ. ნებისმიერს, ვისაც განათლება შინაარსობრივად ესმის, გეტყვის პირველ პრობლემას - როდესაც ჩვენ ვსაურობთ პროფეისული განათლების პოპულარიზაციაზე, ფილოსოფიის და მსგავსი მეცნიერებების უფასო ფაკულტეტები არ უნდა გახსნა, ჩვენ თავის დროზე ვთქვით, რომ ეს არის მავნებლობა და ამის გაკეთება არ შეიძლება. ძალიან პატივს ვცემ ფილოსოფიას, მაგრამ დასაქმების შესაძლებლობა არის ძალიან დაბალი. ფილოსოფოსი ერთი გვყავს დასაქმებული პრეზიდენტად... მოთხოვნა სამუშაო ბაზარზე არ არსებობს. ამ დროს ეუბნები ბავშვებს, რომ მოდი და უფასოდ გასწავლი... ბავშვები მიდიან სასწავლებლად იქ, სადაც თვლიან რომ დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ და არა იმიტომ, რომ ფილოსოფოსი გამოვიდეს.
რაც შეეხება გერმანულ მოდეს, ეკითხები ბიზნესს და ის გაწვდის თავის პროგნოზს თუ სად რა პროფესიები იქნება საჭირო. ბიზნესი არის ბოლომდე ჩართული პროფგანათლების კურიკულუმების, ბავშვების პრაქტიკაზე წაყვანის გეგმაში. ბიზნესი თამაშობს 50%-ის მოთამაშის როლს ამ პროცესში. ამას ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ არ ვეძახდით გერმანულ მოდელს. ეს არის სწორი მოდელი პროფესიული განათლების, როცა ბიზნესი ერთვება საქმეში, როგორც განათლების სამინისტრო.
_იგივე განმარტა თამარ სანიკიძემ, მან აღნიშნა, რომ ,,რეფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ახალ რეალობას და ეკონომიკურ მდგომარეობას უპასუხოს“. მინისტრი ამბობს, რომ რეფორმა შრომით ბაზარზე უნდა იყოს ორიენტირებული.
_მავნებელმა სანიკიძემ 3 წლის წინ ყველაფერი წყალში ჩაყარა. შეცვალეს კურიკულუმები და ბიზნესმენები, რომლებიც ძველ კურიკულუმებზე მუშაობდა, ეხვეწებოდნენ განათლების სამინსიტროს, რომ ნუ აკეთებთ ამას, არ მჭირდება, რომ მაგალლითად მღებავს 2 წელი ასწავლო, მას არ სჭირდება კოლეჯში 2 წელი სიარული, ის წავა და კერძოდ, ვინმესგან ისწავლის უფრო მეტს. მაგრამ იმდენად გაბერეს პროფესიები, რომ უაზრობად აქციეს. ბიზნესისგან აცდენილად აკეთებდნენ კურიკულუმებს. დღეს ჭკვიანური სახით მიდის პრემიერთან და ეუბნება, რომ გერმანულ მოდელზე უნდა გადავიდეთ. რა შუაშია გერმანული და ფრანგული მოდელი, ეს არის ყველა განვითარებული ქვეყნის მოდელი, 2011-2012 წლის რეფორმას სანიკიძემ ბოლო მოუღო.
2011-2012 წლებში ძალიან ინტენსიურად ხდებოდა პროფესიული კოლეჯების რეფორმირება და ამის ინიციატორი იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გილაური. მარტო 2012 წელს 4 ახალი კოლეჯი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში. ყველანი ვიყავით პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში ჩართული, მათ შორის ბიზნესასოციაციები, გავაკეთეთ ეს ვაუჩერები. 2012 წელს, როცა ეს მავნებლები მოვიდნენ, ყველაფერი გააჩერეს. რაც მთავარია, სამი წელი ერთი პროგნოზი არ დადებულა, მხოლოდ ახლა 2015 წლის დეკემბერში დაიდო ბაზრის კვლევა, ისიც ზოგადი. ახლა გვეუბნებიან, რომ გერმანულ მოდელზე გადავდივართო...
მასალის გამოყენების პირობები






