„თავისუფალი საქართველო“ -ს ლიდერი კახა კუკავას თქმით საქართველოს ხელისუფლება ჯერიმენდერინგის (Gerrymandering) პრაქტიკას მიჰყვება და საარჩევნო ოლქებს თავის სასარგებლოდ უცვლის საზღვრებს, კუკავას იმედი აქვს , რომ ამ შენიშვნებს ვენეციის კომისიაც გაითვალისწინებს და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას მისცემს, რომ მათ მიერ შემუშავებული ოლქების დაყოფის სისტემა ევროპულ პრაქტიკას არ შეესაბამება:
„ვფიქრობ რომ იქნება კონკრეტული რეკომენდაცია, რომ ეს საზღვრები არ შეესაბამება ევროპულ პრაქტიკას . ჩვენს პრეზენტაციაშიც, რომელსაც ეწოდებოდა ჯეო მენდერინგი აქცენტი გაკეთებული იყო ამაზე. ეს ანალოგიაა ჯერიმენდერინგის პრაქტიკის, 100 წლის წინ ამერიკაში იყო ერთი სენატორი ჯერი, რომელმაც შეცვალა საარჩევნო ოლქის საზღვრები, რომ არჩევნებში წარმატებისთვის მიეღწია. ეს შემდეგ დამკვიდრდა იმის აღსანიშნავად, თუ როგორ შეიძლება ოლქის საზღვრების შეცვლა არჩევნებში სარგებლის მისაღებად. ქოც მენდერინგით არის დაკავებული დღევანდელი ხელისუფლება“- განაცხადა კკახა კუკავამ.
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას თქმით საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიასთან რუსეთის მსგავსად ურთიერთობს და მათ არა მუშაობის პროცესში არამედ უკვე მიღებულ კანონს უგზავნის დასკვნების და შენიშვნების გასაკეთებლად:
„ქართულმა ოცნებამ გაუგზავნა უკვე მიღებული კოდექსი ვენეციის კომისიას დასკვნისათვის. ასე ვენეციის კომისიასთან მხოლოდ რუსეთი მუშაობს . დიდი მოლოდინები არ მაქვს რომ რაიმე შეიცვლება. ეჭვი არ მეპარება, რომ შენიშვნები დაიდება და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, ხელისუფლება რომელიც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება სრულიად ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს , არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ აყენებს:
„როდესაც დასკვნებში აისახება ნეგატიური განწყობები, საქართველოში მყოფი ოპოზიციის სრული სპექტრისა და სამოქალაქო სექტორისა, ეს რა თქმა უნდა ნეგატიურად იმოქმედებს თავად არჩევნებზე , მის ლეგიტიმურობაზე და გარკვეული ვალდებულების წინაშე დააყენებს ხელისუფლებას, რათა მან განახორციელოს საჭირო ცვლილებები.“- აღნიშნა კაციტაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მდივნის გოგა გოგნიაშვილის თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციამ უცხოელ ექსპერტებს გააცნო თავისი ხედვა, რომელიც შეჯერებულია არსაპარლამენტო და საპარლამნტო ოპოზიციას შორის, ,,მას მხარს უჭერს წამყვანი არასამთავრებო ორგანიზაციები. ასევე ამ თემატიკას ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი და ფაქტობრივად, ამ საკითხში არსებობს სამოქალაქო თანხმობა, მხარდაჭერილი 240 000 ამომრჩველის ხელმოწერით.
ამ სამოქალაქო თანხმობას ეწინააღმდეგება მხოლოდ ერთი პოლიტიკური კოალიცია, რომლის სახელია „ქართული ოცნება“. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მთელი რიგი დღეს წარმოდგენილი პარტიები მოსახლეობას წინასაარჩევნოდ პირდებოდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ისინი პირველ რიგში გააუქმებნენ სწორედ, მაჟორიტარულ არჩევნებს. მათ ეს დაივიწყეს სხვა დაპირებებთან ერთად. ისინი აცხადებენ, რომ ცვლილებებს 2016 წლის შემდეგ განახორციელებენ, მაგრამ ვერანაირი არგუმენტი ვერ მოაქვთ იმისთვის,თუ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება დღესვე და რატომ უნდა ჩატარდეს წელს მაჟორიტარული არჩევნები, თანაც ისეთ ოლქებში, სადაც აბსოლუტურად აღრეულია ქვეყნის გეოგრაფიული და ისტორიული დაყოფა. ეს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილით შეიძლება აიხსნას.
საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლების წინაშე ჩვენ ასევე დავაყენეთ ის საკითხიც, რომ 2015 წლის დეკემბერში მიღებული ე.წ. ცვლილებები ასევე არ იყო შეთანხმებული არც პოლიტიკურ სპექტრთან, არც არასამთავრობო სექტორთან და არც მოსახლეობასთან. აქაც მიღებული იყო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. არადა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს გახლავთ - საარჩევნო რეფორმა უნდა განხორციელდეს ფართო კონსენსუსის შედეგად, რათა შემდგომ არ დადგეს აღცევნების ლეგიტიმაციის საკითხი.
თუმცა, რა კონსენსუსზეა საუბარი, როდესაც ოცნებამ ვენეციის კომისიასა და ეუთოს კანონი ექსპერტიზაზე მისი მიღების შემდეგ გაუგზავნა, როდესაც პირიქით უნდა მომხდარიყო“ - განაცხადა გოგა გოგნიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






