თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:27, 18 Feb, 2016     2754
დედაქალაქის მთავრობამ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ცვლილება „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და ოპტიმიზაციას, ასევე, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებს უკავშირდება.

ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ საქმიანობის ეფექტურობის შემოწმების მიზნით, მონიტორინგი როგორც თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, USAID-ის პროგრამის - ,,საქართველოში კარგი მმართველობის ინიციატივის" ფარგლებში განხორციელდა. მონიტორინგის შედეგად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ გარკვეული ხარვეზები, მათ შორის, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გადანაწილება, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა, და „მედიათეკების გაერთიანებაში“ ალტერნატიული ფინანსური წყაროების არარსებობა დასახელდა. ასევე, მიუხედავად ამისთვის გამოყოფილი რესურსებისა, მენეჯმენტმა არ იზრუნა სამგორის მედიათეკის სათანადო განვითარებაზე.

მოგეხსენებათ, რომ ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მესამე წელია ფუნქციონირებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით 700 000 ლარია, თუმცა დაარსებიდან დღემდე აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა ვერ შეძლო გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებითი ფინანსური წყაროების მოზიდვა. შესაბამისად, „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ფუნქციონირებისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მოცულობითი თანხების გამოყოფა, იმ ფონზე, როდესაც აღნიშნული ა(ა)იპ-ი ვერ ვითარდება, მეტიც, ხდება ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და საკადრო რესურსების არაოპტიმალური განაწილება, არამიზნობრივად მიგვაჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დედაქალაქის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორის, მარინე ჭოღოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც გააჩნია რესურსი იყოს უფრო მეტად საინტერესო, საკუთარი შინაარსიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე კი მომხმარებელს მუდმივად ახალი, მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისები შესთავაზოს.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, „თბილისის მედიათეკების გაერთიანებას“ კიკვიძის ბაღში მესამე ფილიალი შეემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42