ნარმანიამ პროკურორის შვილს პარიზში ცხოვრება დაუფინანსა - სკანდალური დოკუმენტი
პოლიტიკა - 15:45, 18 Feb, 2016     3675

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს.

ნიკა მელიას მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის, ლეონიდ გერგედავას შვილს პარიზში სწავლის მიზნით, ცხოვრების ხარჯები დაუფინანსა.

„ნარმანიამ გამოსცა ბრძანება და სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი მუხლიდან გამოუყო 5000 ლარი, საიდანაც სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები უნდა ფინანსდებოდეს. ეს არის ცინიზმი და ნარმანიამ უნდა ახსნას რამ გაამწარა რამ გააკეთებინა ეს სისულელე და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელი გერგედავა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, შესაბამისი ბრძანება თბილისის მერის, დავით ნარმანიას სახელზეა გამოცემული.

თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიმღები აუცილებლად დასასჯელია.

„ეს არის უსინდისობა და დანაშაული, ეს არის აუცილებლად გამოსაკვლევი და დასასჯელია ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ნარმანიამ პასუხი უნდა აგოს, რატომ ფლანგავს ასე ფულს,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის მიერ გასაჯაროებული თბილისის მერის მიერ ხელმოწერილ სკანდალურ დოკუმენტს საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც აფასებს.

„რაც მერიაში ხდება ეს არის უპასუხისმგებლობის, უკონტროლობისა და თავგასულობისა და ასევე მაღალი რანგის თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნათელი მაგალითებია,“- ეს განცხადება კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

სკანდალურ დოკუმენტზე დედაქალაქის მერიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42