მომღერალი ნუცა ბუზალაძე მართალია თურქული ვოისის გამარჯვებული არ გახდა, მაგრამ თავი ნამდვილად ყველას დაამახსოვრა. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაჟღრდა როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. ამჯერად ნუცა ორ თურქულ სიმღერაზე მუშაობს და გეგმავს ეს სიმღერები თურქულ რადიოებში გააჟღეროს. რაც შეეხება მის შთაბეჭდილებებს ზოგადად თურქეთზე და თურქებზე, მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. ნუცამ საუბრისას არც თურქი მამაკაცები დატოვა უყურადღებოდ.
„თურქი მამაკაცები აღმერთებენ ქალებს. მათი ეს თვისებაც ძალიან მომწონს. ჩემს შემთხვევაში იყო ასეთი რაღაც, რომ თავი არ დამანებეს, ჩემთვის საჩუქრები აქვთ ნაყიდი და ამის ამსახველ სურათებს მიგზავნიან. ამ ადამიანებს არ ვიცნობ, მაგრამ მწერენ რომ ჩემზე გიჟდებიან. ზოგს სტატუსები უწერია ჩემზე, ზოგს ჩემი ფან-გვერდი აქვს გაკეთებული, როცა სრულიად უცხოს უყვარდები, საოცარია. ქართველი ბიჭები გოგოს იმდენად პატივს არ სცემენ. ელემენტარულად, ქართველ ბიჭებს "უტყდებათ" თავიანთ გოგოს უთხრან კომპლიმენტი. უმრავლესობა "მარიაჟია". რატომ არ მყავს შეყვარებული? როგორც კი ამ თვისებას დავინახავ ბიჭში, იქვე ვხვდები, რომ ასეთ ადამიანთან ყოველდღე ვერ ვიკონტაქტებ. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი რომ თურქი ბიჭები მომწონს. იქ ძირითადად წვერს ატარებენ, მე კი წვერულვაშიანი ბიჭები არ მომწონს. თურქი ბიჭების ერთ-ერთი პლუსი ის არის, რომ ყველა ვარჯიშობს, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. კარგად იცვამენ, თავს უვლიან, კარგი სხეული აქვთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ მათი ცხოვრების დონე სხვანაირია, ჩვენი ცხოვრების დონისგან განსხვავდება“.
მასალის გამოყენების პირობები






