დამნაშავეებმა უნდა მიიღონ ის რაც მათ ეკუთვნის - ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელი
პოლიტიკა - 15:07, 18 Feb, 2016     1306
ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელი ფაქისო მოჩოჩოკო აცხადებს, რომ 2008 წლის ომის გამოძიება მიუკერძოებელი, დამოუიკიდებელი და კონფიდენციალური იქნება.

როგორც ქართველ ჟურნალისტებს მოჩოჩოკომ განუცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე კონკრეტული ეჭვმიტანილები არ არსებობენ.

მისი თქმით, გამოძიების მიზანია ფაქტების დადგენა, მსხვერპლთა ინტერესების დაცვა და პოლიტიკური საკითხების განსაზღვრა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორ აპირებენ ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები რუსულ მხარესთან თანამშრომლობას, რადგან ოფიციალური განცხადებით კრემლმა თანამშრომლობაზე უარი თქვა.

"ვცდილობთ, რომ რუსეთთან კომუნიკაცია გვქონდეს თუმცა ამ ეტაპზე ეს არ ხერხდება. უნდა ავღნიშნთ რომ ჩვენი გამოძიება არის სრულიად დამოუკიდებელი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრას" - თქვა ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელმა.

მოჩოჩოკომ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურორის ოფისის სურვილია ნათელი მოეფინოს აგვისტოს ომის მოვლენებს.

„იმისათვის, რომ კონფიდენციალურობა და გამოძიების მიმდინარეობა დაცული იყოს მედიასაშუალებებს ვთხოვ თავი შეიკავონ, ჩვენი გამომძიებლების გადაღებისა და გამოკითხვისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება უსფრთხოების შელახვა. როგორც კი რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას მყიდსიერად ეცნობება. ეს გამოძიება არ ტარდება იმისათვის, რომ პოლიტიკური განსხვავებები დაფისქირდეს. ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ნათელი მოეფინოს ყველაფერს. დამნაშავეებმა უნდა მიიღონ ის რაც მათ ეკუთვნის“, - განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ.

მისი თქმით, გამოძიბა გაგრძელდება მანამ სანამ საჭირო იქნება და ყველაფერი დამოკიდებული იქნება გამოძიების უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42