"ვის ავადმყოფ ტვინში მოვიდა აზრი"- ბიზმესმენის თქმით გამოძიება „ბიპის“ მუშაობას აფერხებს
სამართალი - 19:03, 17 Feb, 2016     3439
აღმაშენებლის ხეივანში გუშინ მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმის გამოძიება შპს „ბიპის“ მუშაობას აფერხებს, ამის შესახებ განცადება შპს „ბიპი“ -ს გენერალურმა დირექტორმა როინ ხინჯიკაშვილმა „კურიერის“ ეთერში გააკეთა.

ხინჯიკაშვილის თქმით კომპანიიდან მოხდა სერვერის წაღება და უკან ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. ხინჯიკაშვილი პროკურატურაში სწორედ სერვერის დროულად დაბრუნების მოთხოვნით იყო მისული:

„იმის გამო, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, გამოძიებას უარი არ ვუთხარით იმის იმედით რომ დღეს დაგვიბრუნებდნენ. თუმცა დღეს ნაცვლად ამისა მოხდა პირიქით, გამოიგზავნა შსს-ს წარმომადგენელი, რომელმაც მთლიანად ბიზნეს-ობიექტის, შპს „ბიპის“ დალუქვა მოითხოვა. ჩვენ გამოვხატეთ გაკვირვება და სანამ საჯარო განცხადება არ გავაკეთეთ, უკან არ იხევდნენ. ჩვენი გულისტკივილი უკავშირდება იმას, რომ რეალურად ამ სერვერის გარეშე ბუღალტრები ვერ მუშაობენ, საწარმო არის გაჩერებული. დღეს უკვე საცალო ვაჭრობას შევწყვეტთ და ხვალიდან პარალიზებული იქნება მუშაობა. ვისი ინტერესია არ ვიცი, მაგრამ არის ვიღაც, ვის ავადმყოფ ტვინშიც მოვიდა ის აზრი, რომ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საბაბად გამოიყენონ ეს საქმე და შეაჩერონ საწარმოს ფუნქციონირება. მოგეხსენებათ „ბიპი“ არის ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე , რომელიც საკმაოდ დაბალ ფასში ვაჭრობს. მონოპოლისტების ინტერესებში ეს არ შედის. სავარაუდოდ ამას უკავშირდება, კონკრეტულად თქმა არ შემიძლია. ფაქტია ის რომ გამოძიებამ უსაფუძვლოდ და ულოგიკოდ მოინდომა ბიზნესორგანიზაციის დახურვა, რომელიც ამ საქმესთან არ არის კავშირში“-განაცხადა ხინჯიკაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე კომპანიის „ბიპი“-ს ოფისში მკვლელობა და დაჭრა მოხდა. დავით ბ-ს წარსულში არსებული ვალის გამო მეპატრონეებთან, ძმებთან - ზურაბ და გიორგი ბერიშვილებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც დავით ბ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1967 წელს დაბადებულ ზურაბ ბერიშვილს, ხოლო 1970 წელს დაბადებული გიორგი ბერიშვილი ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზურაბ ბერიშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო გიორგი ბერიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. სამართალდამცველებმა დავით ბ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, დიღმის მასივში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო. თანმხლები პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42