ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.
საქმე ეხება 2004 წელს იბერიისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებიტ ჩამორთმევას.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2004 წლის იანვრის თქვეში საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი.
ცნობისათვის, ამ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა არა ზურაბ ადეიშვილი არამედ ირაკლი ოქრუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






