,,ოქრუაშვილი საჭირო მოწმეა“ - რატომ არ ჩანს საქმეში ოქრუაშვილი, რომელიც იბერიაში შეიჭრა
სამართალი - 16:39, 16 Feb, 2016     1478
ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ტელეკომპანია იბერიის დახურვის საქმეში არსებულ შეუსაბამობებზე საუბრობს და იხსენებს, რომ 2004 წლის იანვარში გენერალური პროკურორი არა ადეიშვილი, არამედ ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

როგორც „ნიუპოსტს“ ადვოკატმა განუცხადა ბრალის დადგენილებაში ოქრუაშვილის გვარი საერთოდ არ არის ნახსენები.

„დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ დანაშაული, რომელზეც პროკურატურა საუბრობს 2004 წლის იანვარში დაიწყო, როცა ზურაბ ადეიშვილი საერთოდ არ იყო პროკურორი. ადეიშვილი გენერალურ პროკურორად ინიშნება 7 თვის შემდეგ, 2004 წლის ივნისის თვიდან. აქმდე პროკურატურა პერიოდებს მაინც ამთხვევდა დღეს კი სრულ ცირკთან გვაქვს საქმე. თქვენ თუ გადახედავთ ძველ კადრებს, სწორედ ოქრუაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს იწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, ოქრუაშვილის დროს შედის ომეგა ჯგუფში სპეცდანიშნულების რაზმი, მიმდინარეობს გამოძიება ამ პერიოდში, ხოლო ადეიშვილი ინიშნება 7 თვის შემდგომ ამ უწყებაში „- განაცხადა ადვოკატმა.

„ნიუპოსტმა“ ადეიშვილის ინტერესების დამცველს პროკურატურის პოზიციიის შესახებაც სთხოვა კომენტარის გაკეთება, რომლის მიხედვითაც, საქმე ეხება ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის წართმევას, რომელიც შემდგომ უკვე ადეიშვილის პროკურორობის პირობებში მოხდა.

„პროკურატურა ვერ გაექცევა ფაქტს. მათი ლოგიკა არის სუსტი: თურმე ლაცაბიძემ გადასცა ადეიშვილს მოთხოვნა „ომეგას“ წარმომადგენლებს, თუმცა გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა. მთელი საქმე დიმიტრი ქიტოშვილის ჩვენებაზეა დამყარებული, რომელიც ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია. ამიტომ მის ობიექტურობასთან კითხვის ნიშნები არსებობს“- აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.

„ნიუპოსტი“ ასევე დაინტერესდა რატომ არ ჩანს საქმეში ოქრუაშვილი და მივა თუ არა გამოძიება ყოფილ პროკურორთან, რაზეც ადვოკატმა აღნიშნა, რომ „ოქრუაშვილი უამრავი გახმაურებული საქმის „საჭირო მოწმეა“.

„ოქრუაშვილი უამრავი საქმის მოწმეა, მან უნდა მისცეს ჩვენება სააკაშვილის, მერაბიშვილის ადეიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ არ ჩანს ის არც ერთ საქმეში. თუ თქვენ ნახავთ 2004 წლის არქივს, „ომეგას“ წარმომადგენლები ადანაშაულებდნენ ირაკლი ოქრუაშვილს. ამას არ უნდა იურისტის დიპლომი-ადამიანი არ იყო პროკურორი და ეუბნებიან, რომ მან დანაშაული ჩაიდინაო“- თქვა ადვოკატმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42