2004 წლის იანვარში ზურაბ ადეიშვილი მთავარი პროკურორი არ იყო - რატომ არ ფიგურირებს საქმეში ოქრუაშვილი?
სამართალი - 15:45, 16 Feb, 2016     2752

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი.

ამის შესახებ პროკურატურის პრესსპიკერმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე, დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

საქმე ეხება 2004 წელს იბერიისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებიტ ჩამორთმევას.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2004 წლის იანვრის თქვეში საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის“ კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი.

ცნობისათვის, ამ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა არა ზურაბ ადეიშვილი არამედ ირაკლი ოქრუაშვილი. თუმცა როგორც ,,ნიუპოსტს“ პროკურატურის პრეცენტრში განუცხადეს, საქმე ეხება ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის წართმევას, რომელიც შემდგომ უკვე ადეიშვილის პროკურორობის პირობებში მოხდა.

თუმცა, ტვ ,,იბერიაში“ სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა თებერვლის თვეში და ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის გენერალურ პროკურორად ყოფნის პერიოდს უკავშირდება.

,,ნიუპოსტის“ კითხვაზე, თუ რატომ არ ფიგურირებს პროკურატურის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილი, პროკურატურაში განგვიცხადეს, რომ ამ თემასთან დაკავშრებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილისთვის ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი "მასკარადს" უწოდებს და ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, ზურაბ ადეიშვილი მთავარი პროკურორის პოსტს არ იკავებდა. "აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია "იბერიას" და "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ 2004 წლის იანვარში, რა პერიოდშიც ზურაბ ადეიშვილი მთავარ პროკურატურაში არ მუშაობდა. იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი არ მუშაობდა ამ უწყებაში, როგორ ახორციელებდა იგი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე სახის მოქმედებებს, მითითებების გაცემებს და როგორ ექნებოდა მას განზრახვა გამოძიების დაწყების დროს, რომ წაეღო ტელეკომპანია“,-განაცხადა ჩივიაშვილმა.

იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ტელეკომპანია იბერიას დახურვის ფაქტზე ბრალი უკვე წაუყენეს.

საუბარია 2004 წელს იბერიისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევაზე. სპეციალური განმარტება ამ საქმეზე დღეს მთავარ პროკურატურაში გააკეთეს.

.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42