სამედიცინო ცენტრის ექიმი ინფექციონისტის, ქეთევან ღლონტის ინფორმაციით, მამაკაცი სავადმყოფოში მისვლიდან ზუსტად 10 წუთში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ფილტვების შეშუპება გახდა.
ექიმის თქმით, პაციენტმა საავადმყოფოს მედპერსონალს დაგვიანებით მიმართა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა.
ქეთევან ღლონტის თქმით, ბოლო ერთ თვეში ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გრიპისმიერი პლევმონიით პაციენტის გარდაცვალების ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
62 წლის მამაკაცი გასულ პარასკევს გარდაიცვალა, შუახნის ქალბატონი კი რამდენიმე დღით ადრე. სამივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა.
"გრიპისმიერი პლევმონიით ჩვენთან უკვე სამი პაციენტი გარდაიცვალა, სამივე შემთხვევაში მიზეზი ის იყო, რომ დროულად არ მოგვმართეს. გასულ პარასკევს შუა ასაკის მამააცი უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაღუპვის მიზეზი დანარჩენ ორ შემთხვევაშიც დაგვიანებული მკურნალობის გამო უკიდურესად გართულებული მდგომარეობა იყო"-განაცხადა ქეთევან ღლონტმა.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






