ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნებისმიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარორეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფისსაკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ანრეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.
ლევან გაჩეჩილაძის მიერ, 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნაგანცხადება შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ.განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშეკრების ოქმი.
შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე.გადაბაძის განცხადების მოთხოვნას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისრეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგებააღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებულიშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.
კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნაგადაწყვეტილება წარმოების შეჩერების შესახებ, ე. გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.
მასალის გამოყენების პირობები






