,,ამბობენ, მეუღლის გვამის მოშორებაში ფულს შეჰპირდაო“ - სკანდალური დეტალები მაგდა პაპიძის საქმეში
სამართალი - 21:58, 03 Feb, 2016     29126
მაგდა პაპიძის საქმე - მამა-შვილის მკვლელობის დეტალები კვლავ უცნობია. გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე 19 დეკემბრის ღამით მომხდარმა სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდიან, „ნიუპოსტს“ დღეს მხოლოდ ის უთხრეს, რომ გამოძიების შედეგების მოლოდინში არიან.

რაც შეეხება 5 წლის შვილისა და 27 წლის ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ პაპიძეს ის ჩადენილ დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

ბრალდებული აცხადებს, რომ დამჩეხოთ, ამ მკვლელობას მაინც არ ვაღიარებო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, 2015 წლის 19 დეკემბერს, ღამით, საერთო საცხოვრებლის მეათე ოთახში მეუღლეზე განაწყენებულმა მაგდა პაპიძემ ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, 5 წლის შვილი კი გაგუდა.

გამოძიების ინფორმაცით, რამდენიმე წლის წინ ცოლ-ქმარს ურთიერთობა დაეძაბა და მათი ცოლქმრული ურთიერთობაც შეწყდა. ამის შემდეგ მაგდა მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს დაუახლოვდა.

როგორც „ნიუპოსტს“ პაპიძის ახლობელმა აცნობა დაკავების მომენტში ბრალდებული 3 თვის ორსული იყო. (რესპოდენტის თხოვნით მის სახელს არ ვახმაურებთ). რომელიც აცხადებს, რომ ქალი სწორედ მეზობლისგან იყო ფეხმძიმედ.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებს დაკავებიდან მალევე მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ჩვენება მისმა მეგობარმა მამაკაცმა მისცა. ,,ნიუპოსტი" ოთარ ბერძენიშვილთან დაკავშირებას დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა მან ჩვენ მიერ მოპოვებულ ნომერს არ უპასუხა. წყაროს ცნობით მამაკაცი საერთო საცხოვრებლის სიახლოვეს არც კი უნახავთ.

ნანა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ მაგდას ბავშვის მოკვლა არ უნდოდა და შემოაკვდა.

„ამბობენ მძინარე ომარს ჩაარტყა ელიავაზე ნაყიდი ურო, ბავშვმა გაიღვიძა და ეს საშინელება რომ ნახა ისტერიკაში ჩავარდა, მაგდამ ალბათ მისი გაჩუმება სცადა, რომ იმავე სართულზე მცხოვრები ომარის დედას არ გაეღვიძა და შემოაკვდა. ამბობენ რომ გამოძიებას აქვს ვიდეო კადრები, სადაც მაგდა მანქანით გამოდის ცენტრალურ გზაზე, ალბათ ბავშვის საავადმყოფოში მიყვანა უნდოდა, არ მინდა დავიჯერო რომ მოკლა... "- გვითხრა რესპოდენტმა.

მისი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ მაგდა პაპიძემ მოხეტიალე მათხოვარს გვამის მოშორება სთხოვა.

„ათას ვერსიას განიხილავენ, ერთ-ერთის მიხედვით, მაგდამ ომარის გვამის მოშორებაში დახმარება ერთ-ერთ მაწანწალას სთხოვა და სანაცვლოდ ფულის მიცემას დაჰპირდა, ამბობენ მამაკაცს უარი უთქვამს, იმასაც იძახიან რომ გამოძიებას ეს პირი დაკითხული ჰყავს“- აღნიშნა ნანამ.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, კი 5 წლის შვილისა და ახალგაზრდა მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის მაგდა პაპიძის წინააღმდეგ ბრალდებას სკანდალური ფაქტები აქვს.

ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას ხელთ აქვს ვიდეო მტკიცებულება, სადაც აღბეჭდილია, როგორ ყრის პაპიძე ურნაში სისხლიან თეთრეულს, მათ შორის ნაპოვნია 5 წლის თორნიკეს ფოტო სურათები, რომელიც სავარაუდოდ ბრალდებულმა გადაყარა.

ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა კადრებში დაფიასირებული მათხოვარი, რომელსაც რესპოდენტის თქმით, მაგდა პაპიძე დახმარების სანაცვლოდ 60 ლარს შეჰპირდა.

„ნიუპოსტი“ ახალი დეტალების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. ოფიციალური უწყებისა და მაგდა პაპიძის ინტერესების დამცველის კომენტარს ხვალ შემოგთავაზებთ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42