ნანა დარასელიასთან დაკავშირებას შეეცადა ,,პოსტსკირპტუმი“, თუმცა მოსამართლემ არ ისურვა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება
მოსამართლე ნანა დარასელიას, რომელიც ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეა, წლების წინ არაერთი გახმაურებული საქმე აქვს განხილული და მათი უმეტესობა ხელისუფლების სასარგებლოდ არის დასრულებული. ერთ-ერთი ასეთი საქმეა ბიძინა ივანიშვილის ორჯერ დაჯარიმება, რაც ჯამში 43 მილიონამდე ლარს შეადგენდა. მოსამართლედ მუშაობის 3 წლის განმავლობაში ნანა დარასელიამ არაერთ ოპოზიციონერ აქტივისტს დააკისრა როგორც ადმინისტრაციული პატიმრობა, ისე ფულადი ჯარიმები. გასამართლებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მოსამართლე საქმეებს მიკერძოებულად განიხილავდა და ხშირად უარს ამბობდა მტკიცებულებების საქმისთვის დართვაზე.
ცნობილია, რომ დღეს ნანა დარასელია საყდრისის საქმის მოსამართლეა. სწორედ მან უნდა დაადგინოს, იყო თუ არა კანონიერი საყდრისის ისტორიული ძეგლის აფეთქებაზე ხელისუფლების მიერ გაცემული ბრძანება მოსამართლის ავტომანქანაზე მოხვერდილი ტყვია- ეს იყო შემთხვევითობა თუ დაშინების მიზნით ჩადენილი ქმედება, უცნობია.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ მან მოიკითხა ნანა დარასელიასთან აღნიშნული საქმე. მისი თქმით, თავად ნანა დარასელია ფაქტს წინასაახალწლოდ შემთხვევით მომხდარ ფაქტს უკავშირებს.
,,პოსკრიპტუმმა“ ექსპერტ-კრიმინალისტებს ჰკითხა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ინიშნებოდეს მსგავსი სხის ექსპერტიზა. ზაზა ალთუნაშვილი ამბობს, რომ თუ შემთხვევის ადგილიდან არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ამოღებულია იარაღიდან გასროლილი მასრები ან ტყვიები, ან წინაღობა რომლის დროსაც მიყენებულია დაზიანებები ცეცხლსასროლი ან სხვა მექნიკური საშუალებების შედეგად, ასე დროს ბალისტკური ექსპერტიზა საშუალებას იძლევა, თუ რა კეტაგორიის იარაღი იქნა გამოყენებული, რა მანძილიდან მოხდა სროლა და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






