ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფების დნმ-ის ნიმუშის გაყალბებას გეგმავს. მისი თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც იური ვაზაგაშვილის საქმეზე ცააძემ და ფირცხალავამ დნმ-ის ნიმუში არ აიღეს.
„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ დნმ-ის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადეს, არის ის, რომ პროკურორმა მას არ განუმარტა, თუ რისთვის სჭირდებოდა ნიმუში და რისთვის უნდა შეედარებინათ ის. სავარაუდოდ, პროკურატურა გეგმავს ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუში შეადაროს იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე აღმოჩენილ ნიმუშს. პროკურატურას ძალიან მარტივად შეუძლია ფირცხალავასა და ცააძის შემთხვევაში გააყალბოს დნმ-ი. იმ შემთხვევაში ჩააბარებენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დნმ-ის ნიმუშს, თუ სასამართლო გამოსცემს განჩინებას ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულელ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან რამდენიმე დღის წინ პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენე შესული.მათ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დნმ-ის ნიმუშის აღება სურდათ, რაზეც ცააძემ და ფირცხალავამ უარი განაცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






