იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ "ნიუპოსტს" დაუდასტურა ინფორმაცია, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე, ქალბატონი, რომელიც სოფელ ყარაფილაში ვაზაგაშვილების საფლავს უვლიდა და დამლაგებლად მუშაობდა, რამდენიმე დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს.
"ფაქტი ერთი კვირის წინ მოხდა, სოსანაშვილის ოჯახმა მითხრა ეს ამბავი. ეს ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო და მოულოდნელად პოულობენ გარდაცვლილს"- აღნიშნა ადვოკატმა.
კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა რომ გარდაცვლილს ვაზაგაშვილის აფეთქებასთან კავშირი ჰქონდეს, სოსანაშვილის ინტერესების დამცველმა აღნიშნა, რომ "ამ გარემოებაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს".
იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. მის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია. გია სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






