დოლიძე და მისი მეუღლე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანიდან თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ,,ნიუპოსტს“ ინფორმაციით, ქმარი მეუღლეზე ხშირად ეჭვიანობდა, რაც მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო. ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ოჯახი სოციალურად შეჭირვებულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ამბობდა, რომ მას სოციალური დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს.
როგორც გამგებლის წარმომადგენელი ნიგოითის თემში, ვასილ აბუსერიძე "გურიის მოამბესთან" ამბობს, ოჯახი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მათ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.
შემთხვევა ვარკეთილში , შემთხვევა შუამთის ქუჩაზე მოხდა.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტს არც თვითმხილველი ჰყავს.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო მამაკაცზე - 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






