იური ვაზაგაშვილის დის მანანა ვაზაგაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მისი ძმის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ფირცხალავაა.
ამის შესახებ გადაცემა „პრიორიტეტებში“ მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა.
„მე თავიდანვე მქონდა ეჭვი კორტების საქმეში მონაწილე მკვლელებზე. 90%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი მონაწილე ჩემი ძმის მკვლელობაში ირაკლი ფირცხალავაა. იური ვაზაგაშვილს სხვა მტერი არ ჰყოლია. 8 წლის განმავლობაში ის ცააძის, ფირცხალავას და დალაქიშვილის გვარებს იმეორებდა. როგორც კი საფრთხე იგრძნეს, რომ შეიძლებოდა დაეჭირათ, ეს მოიმოქმედეს“, - ამბობს ვაზაგაშვილი.
რაც შეეხება მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გია სოსანაშვილს, მანანა ვაზაგაშვილის ინფორმაციით, მან სამსახურში დაწინაურების სანაცვლოდ დაკვეთა შეასრულა.
„სოსანაშვილი პირადად არც იცნობდა ვაზაგაშვილს, მაგრამ მეგობრობდა ფირცხალავასთან და სამართალდამცველთა დაცვის ლიგასთან. როგორც კი იური ვაზაგაშვილის საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ, მათ თქვეს, გია სოსანაშვილი ეუბნეოდა მის მეგობრებს, მას ჰპირდებოდნენ სამსახურს. სამარღანაშვილი ჰპირდებოდა სამსახურს, რომელიც დღეს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა და რომლის გვარი ჩემმა ძმამ ბევრჯერ ახსენა, თუმცა ის დღესაც თანამდებობაზეა. ალბათ მოილაპარაკეს და თანამდებობის სანაცვლოდ მოკლა სოსანაშვილმა ჩემი ძმა. ის არის ქილერი“, - ამბობს მანანა ვაზაგაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






