ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებულელ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძესთან რამდენიმე დღის წინ პროკურატურის წარმომადგენლები იყვნენე შესული. როგორც „ნიუპოსტს“ ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ განუცხადა, მათ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დნმ-ის ნიმუშის აღება სურდათ, რაზეც ცააძემ და ფირცხალავამ უარი განაცხადეს.
„პროკურორი შევიდა გაურკვეველი მიზეზით და მოტივით. საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია და დნმ-ი ეხლა დააინტერესდათ? აქ დიდი უნდობლობა გვაქვს. შესაძლოა უკვე გამოტანილი იყოს მათი ნიმუში, ჩვენ ამასაც ვუშვებთ. შეიძლება უნდათ ახალი საქმე შეთითხნონ. სხვა პასუხი ამაზე არ არსებობს“, - ამბობს ხვიტია.
შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია. მკვლელობაში ბრალდებულია ყოფილი პოლიციელი გია სოსანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






