პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ადვოკატები და ოჯახის წევრები შს მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს პატივისა და ღირსების შელახვისთვის გამო უჩივლებენ.
შესაბამის სარჩელს საქალაქო სასამართლოში ისინი კვირის ბოლომდე შეიტანენ.
„ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს არის განზრახ მკვლელობა. კვირის ბოლომდე აუცილებლად შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონ არჩილ თალაკვაძის მიმართ, სამოქალაქო სარჩელს, სადაც მოვითხოვთ, რომ საზოგადოების წინაშე განაცხადოს და უარყოს ის ბრალდებები, რაც მან მიაყენა ოჯახს,“ - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
ბიძინა კუჭავამ, რომელსაც პროკურორის მკვლელობა ედება ბრალად, ერთი კვირის წინ თავი მოიკლა. ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებზე არჩილ თალაკვაძემ რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვახტანგ ქირიას ოჯახის წევრებთან ბოლო კონტაქტი 13 იანვარს შედგა, მისი მკვლელობა სწორედ ამ დღეს განხორციელდა. თალაკვაძე განცხადებით ბიძინა კუჭავამ ვახტანგ ქირია ძველით ახალი წლის ღამეს მოკლა და გასროლა ქალაქში არსებულ ხმაურს დაამთხვია.
მასალის გამოყენების პირობები






