ხვიჩა გაბოძის გარდაცვალების შესახებ ჯერ კიდევ გუშინ მისი მეუღლე სალი ქათამაძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში“ წერდა. სალი ქათამაძის მიერ სტატუსები გუშინ და დღეს არის გამოქვეყნებული:
"ყველაფერი გაქრა ჩემს გარშემო...სიცარიელეა, უაზრობაა.. არვიცი რამდენად შევძლებ მაგრამ უნდა შევეჩვიო, სხვა გზა არ დამრჩენია, როცა წარმოვიდგენ, რომ ვეღარასოდეს დამელაპარაკები, ვერ გადაგეხვევი, ვერ გამიცინებ, თავიდან ვკვდები! ისე ვარ თითქოს სხეულიდან ვიღაცამ გული ამოგგლიჯა, კიარ ამოგიღო, ამოგგლიჯა, უმოწყალოდ გაგიმეტა, წამით არ დაგინდო! სიცარიელეა და სხვა არაფერი და მე ამ სიცარიელეში მომიწევს სიცოცხლე სიცოცხლის გარეშე!", - წერია სტატუსში.
სალი ქათამაძის სტატუსიდან, რომელიც გუშინ არის გამოქვეყნებული, ირკვევა რომ გაბოძესთან ერთად კიდევ ერთი მებრძოლია გარდაცვლილი.
"საუკუნოდ მემახსოვრები და მეყვარები სულ ყველაზე მეტად! ჩემი ერთადერთი და ჩემი ყველაფერი შენ იყავი, ხარ და იქნები! დაველოდები იმ დღეს, როცა სამოთხეში შეგხვდები და გადაგეხვევი! ძალიააან ძალიაააან მიყვარხააარ მეც და ჩვენს პატარასაც. ტკივილს, რომელიც შენი წასვლით დამიტოვე, ვერავინ და ვერაფერი გამინელებს და სიყვარულს, რომელიც შენს მიმართ მაქვს ვერავინ შემიცვლის, ისევე წამოვიღებ ჩემს სიყვარულს შენთან, როგორც შენ წაიღე ჩემი...ინ შაა ალლაჰ სამოთხეში შევხვდებით ერთმანეთს, იქ სადაც ვიცი მელოდები! მიყვარხარ.
არ ვიცით როგორ შევძლებთ თქვენს გარეშე ცხოვრებას! თქვენ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანებად დარჩებით მუდამ !! ალლაჰმა მიიღოს თქვენი შაჰიდობა ! ნატა დაიკოო ყველაზე მეტად შენ გესმის ჩემი, ალლაჰმა გაგვაძლიეროს!" - წერს სალი ქათამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






