პირადობა, რომლითაც კუჭავამ ბინა იქირავა ამოღებული არ არის - პროკურორის მკვლელობის საქმე
სამართალი - 15:17, 23 Jan, 2016     1935
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას დაკრძალვაზე იმყოფებოდა.
შოთაძემ ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებთან ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის შესახებ ესაუბრა.

როგორც "ნიუპოსტის" რეგიონალური კორესპოდენტი იუწყება, მედიის წარმომადგენლებმა მთავარ პროკურორს იმ ახალი გარემოების შესახებ ჰკითხეს, რომელის მიხედვითაც მკვლელობაში ბრალდებულმა ბიძინა კუჭავამ ბინა, სადაც ქირია მოკლული იპოვეს, სხვისი პირადობით იქირავა.
აღნიშნულთან დაკავშირებით შოთაძემ აღნიშნა, რომ პირადობის მოწმობა ამოღებული არ არის.
"ბინის მეპატრონისგან ბიძინა კუჭავამ ბინა იქირავა რამდენიმე დღით, მეპატრონეს იგი გაეცნო სხვა სახელით და გვარით. ბინის მეპატრონემ ამოიცნო ბიძინა კუჭავა, როგორც ადამიანი, რომელმაც მისგან იქირავა ბინა. ამ ადამიანმა არ იცოდა, რომ სხვისი პირადობის მოწმობა აჩვენა. ეს პირადობა ჩვენ არ გვაქვს ამოღებული, ეს ვიცით ზეპირსიტყვიერად - თქვა შოთაძემ.

სახლი, სადაც მომკლული პროკურორი ამირან ქირია იპოვეს, მოქალაქე ამირან ხუციშვილს ეკუთვნის.

ხუციშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბინა 10 იანვარს მისგან ბიძინა კუჭავამ იქირავა. თუმცა მისი თქმით, ის, რომ სახლი კუჭავას მიაქირავა ვახტანგ ქირიას გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, რადგან გაქირავების დროს კუჭავამ მას მალხაზ ცისკაძის სახელით გაეცნო და პირადობაც შესაბამისი წარუდგინა.

იგი კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და ამბოს, რომ გარდაცვლილმა მას ბინის საკეტების შეცვლა სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირმა, რომლის პირადობაც კუჭავამ ხუციშვილს წარუდგინა პირადობის მოწმობა რამდენიმე წლის წინ დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათ საღამოს იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
ქირიას ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42