"ადამიანის უფლებების შემლახველი ,,ბრალმდებელი"-ვინ არის გურიის პოლიციის დეპარტამენტის ახალი შეფი
რეგიონები - 23:05, 22 Jan, 2016     4286
როგორც "გურიის მოამბეს" არაოფიციალურად აცნობეს, გურიის პოლიციის დეპარტამენტში უფროსის პოსტზე კობა ცერცვაძეს კახა მურადაშვილი შეცვლის.

მურადაშვილზე ჩვენ მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, ის გორში, შიდა ქართლის პროკურატურაში მუშაობდა და არასამთავრობო სექტორი მას ხშირად, ადამიანთა უფლებების შელახვაში ადანაშაულებდა.

ამ ბოლოს კი ის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებთა საქმეს იძიებდა.

გორის პროკურატურაში ე.წ. ,,სტაჟირების" შემდეგ დანიშნულ ერთ-ერთ რიგით პროკურორს კახა მურადაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები და ადვოკატები ადამიანის უფლებების ყველაზე ძლიერად შემლახველ ,,ბრალმდებელს" უწოდებენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც გორის პროკურატურა ზედამხედველობს, კახა მურადაშვილის ხელში გადის. ამ ადამიანის კისერზეა უნარშეზღუდულების, 80 წლის მოხუცის, მარტოხელა დედის და ასევე სხვა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებული პატიმრების მიმართ ბრალდების წარდგენა. საგულისხმო ისაა, რომ გორის რაიონული სასამართლო მურადაშვილის მოთხოვნის უსიტყვო შემსრულებლად იქცა- ასე ფასდებოდა გურიის პოლიციის დეპარტამენტის სავარაუდო ხელმძღვანელის საქმიანობა ადგილობრივი მედიით, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, როცა ის შიდა ქართლის პროკურატურაში მუშაობდა.


ცოტა რამ მურადაშვილის საქმიანობის შესახებ

80 წლის მოხუცის და მარტოხელა დედის დაპატიმრების ამბავი

პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხოვნით, გორის რაიონულმა სასამართლომ გორში მცხოვრები ნანა ჯამასპიშვილი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენების მიცემის ბრალდებით დააპატიმრა. ნანა ჯამასპიშვილი სასამართლო გამოძიებას იმ დეტალებს უყვებოდა, რომლის გამოც მისი მეზობელი 80 წლის მოხუცი გოგი ცხოვრებაშვილი ჯერ კიდევ სექტემბერს დააპატიმრეს.

პროკურორი კახა მურადაშვილი 80 წლის მოხუცს ნანა ჯამასპიშვილის 4 წლის შვილის - მზიკოს გატაცებაში და გაყიდვის მცდელობაში სდებს ბრალს.

უნარშეზღუდულების დაპატიმრების ამბავი

პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხოვნით, ფსიქიურად დაავადებულ აჩიკო სურამელს გორის რაიონულმა სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა. მის ბიძაშვილს ასევე ფსიქიურად დაავადებულ ზურაბ ჯანეზაშვილს კი იძულებითი მკურნალობა ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩაუტარდება.

არჩილ სურამელი და მისი ახლო ნათესავი ზურაბ ჯანეზაშვილი გორელმა სამართალდამცავებმა 3 მარტს ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალად ბილბორდებზე მიმაგრებული პლასტმასის კარკასის ქურდობა ედებათ. ორივე მათგანს გორის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან ცნობა აქვს. არჩილ სურამელი „გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით“ არის დაავადებული, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილს „ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით“ აღენიშნება.

თავდაპირველად, ორივე დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 6000-6000 ლარი შეუფარდა, ხოლო იმის გამო, რომ დაკავებულებმა გირაო ვერ გადაიხადეს, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ორივე წინასწარი პატიმრობაში იმყოფებოდნენ.სასამართლოში გადაგზავნილ საქმეს განხილვა 3 თვეში ეღირსა. 8 აგვისტოს პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხვნით აჩიკო სურამელს სამი წელი მიუსაჯეს, ხოლო ზურაბ ჯანეზაშვილი იძულებითი მკურნალობის წესით ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს (http://www.humanrights.ge/ 2007 წელი)

შიდა ქართლის პროკურატურაში ,,დადგენილებები“ ყალიბდება

გორში შარტავას ქუჩა #48-ში მცხოვრები სურათია გიგაური გორის პროკურატურის იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვს, რომლებმაც მისი მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის დადგენილებები შეცვალეს და გააყალბეს. ჩვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საქმეში გამომძიებელი მერებაშვილი და პროკურორი მურადაშვილი ფიგურირებენ (http://www.humanrights.ge/ 2008 წელი)

პროკურორ მურადაშვილის სახელი ფიგურირებს მეზობლებს შორის არსებული დავის საქმეში, სადაც ასევე მტკიცებულებების გაყალბებაზეა საუბარი:

გორის რაიონის პატარა სოფელ სათემოში, რომელიც ძევერის თემის საკრებულოში შედის, ლალი ფარეხელაშვილს ამის გამო 18-მა თანასოფლელმა გორის პოლიციაში უჩივლა. საჩივრის მიხედვით, ლალი ფარეხელაშვილმა და მისმა ძმამ „რუს და ოს ოკუპანტებთან“ ერთად, სოფლის საცხოვრებელი სახლების გაქურდვაში მიიღეს მონაწილეობა.

ლალი ფარეხელაშვილი კი ირწმუნებოდა, რომ ცოლ-ქმარმა მერაბ და მარინე ფარეხელაშვილებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„,საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას მარინე ფარეხელაშვილმა განმარტა, რომ ლალი ფარეხელაშვილი არის ფსიქიურად დაავადებული და ის ფაქტი, რომ მან და მისმა მეუღლემ ლალი ფარეხელაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება. მარინე ფარეხელაშვილმე განმარტა, რომ ლალი ფარეხელაშვილი ხშირად არის ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, იწვევს მეზობლებს, რათა მიაყენონ შეურაცხყოფა და შემდეგ უჩივლოს“, – წერია პროკურორის დადგენილებაში.

დადგენილების მომდევნო აბზაცში პროკურორი წერს, რომ მარინე ფარეხელაშვილის მიერ მოწმედ მოყვანილმა მერაბ ფარეხელაშვილმა, მარინე აღდგომელაშვილმა და იზა ფარეხელაშვილმა „დაადასტურეს მოწმე მარინე ფარეხელაშვილის ფაქტი“. ანუ დანარჩენმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ლალი ფარეხელაშვილი არის ფსიქიურად დაავადებული და რომ იგი ხშირად ნასვამია და ხალხს იწვევს, რათა სცემონ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში განმარტავენ, რომ მოწმეების ჩვენებები შეიცავენ არა ფაქტებს, არამედ შეფასებებს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მათ ცემაში ადანაშაულებს. თუკი ცემაში ეჭვმიტანილმა მარინე ფარეხელაშვილმა თავის გასასამართლებლად მოიყვანა ლალი ფარეხელაშვილის ფსიქოლოგიური არამდგრადობის ფაქტი, გამომძიებელი გამოძიების პროცესში ვალდებული იყო შეესწავლა დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დაენიშნა ექსპერტიზა. მსგავსი პროკურატურას არაფერი გაუკეთებია (/kartliskhma.wordpress.com 2011 წელი).

წყარო: ,,გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42