სახლი, სადაც მომკლული პროკურორი ამირან ქირია იპოვეს, ამირან ხუციშვილს ეკუთვნის.
„კურიერთან“ საუბარში ხუციშვილი ადასტურებს, რომ ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ბინა 10 იანვარს მისგან ბიძინა კუჭავამ იქირავა. თუმცა მისი თქმით, ის, რომ სახლი კუჭავას მიაქირავა ვახტანგ ქირიას გარდაცვალების შემდეგ შეიტყო.
ხუციშვილი ამბობს, რომ გაქირავების დროს კუჭავამ მას მალხაზ ცისკაძის სახელით გაეცნო და პირადობაც შესაბამისი წარუდგინა.
იგი კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და ამბოს, რომ გარდაცვლილმა მას ბინის საკეტების შეცვლა სთხოვა.
„10-შ მოვიდა და გადავეცი გასაღები. ვიღაც სხვისი პირადობა წარმომიდგინა. სურათით ამოვიცანი მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყებაში მივედი. ამბობდა, რომ სახლის ქირაობას ოქტომბრამდე აპირებდა“, - ამბობს ხუციშვილი
გავრცელებული ინფორმაციით, პირმა, რომლის პირადობაც კუჭავამ ხუციშვილს წარუდგინა პირადობის მოწმობა რამდენიმე წლის წინ დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათ საღამოს იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
ქირიას ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები






