ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი მალხაზ სალაყაია არ გამორიცხავს, რომ მკვლელობაში ბრალდებულებს თბილისში თანამზრახველები ჰყოლოდათ.
ამის შესახებ სალაყაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამის თქმით საფუძლებს ის ფაქტი იძლევა, რომ სავარაუდოდ მკვლელებმა ხარძიანის პიროვნება კარგად იცოდნენ.
„გამორიცხული არ არის, რომ მათ ჰყავდათ თანამზრახველები. ამის საფუძველს მაძლევს ის, რომ მარშრუტი რომელიც გამოქვეყნდა მათი გადაადგილების, მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ ხარძიანის პიროვნება. მოგეხსენბათ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოღებულია, არ არის ქარხნული წესით დამზადებული და ემჩნევა გადაკეთების კვალი“, - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.
ბესიკ ხარძიანის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულები არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
ბესიკ ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






