„დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. რაც შეეხება კონკრეტულ შემსრულებელ პირებს მათ არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებდათ ბესიკ ხარძიანთან, არც პირადი და არც ბიზნესსაქმიანობა. დამკვეთებთებთან მიმართებაში გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს“- განაცხადა ვასაძემ.
შეგახსენებთ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 28 მარტს მომხდარი ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი
მასალის გამოყენების პირობები






