სკანდალი ჩვილ ბავშვთა სახლში - რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი
შემთხვევა - 17:52, 20 Jan, 2016     5233
რა გახდა ორი წლის ბენეფიციარის გარდაცვალების მიზეზი და დადგება თუ არა დაწესებულების თანამშრომელთა პასუხისმგებლობის საკითხი - ეს ის კითხვებია, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

საქმე ეხება 28 ნოემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე, ჩვილ ბავშთა სახლში, მცირეწლოვანის გარდაცაველების ფაქტს.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი გონებრივი განვითარებით ჩამორჩებოდა და სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი გარდაცვალების ღამეს ბავშვს სუნთქვა გაუჭირდა და მედპერსონალის დახმარება დასჭირდა, თუმცა მასთან არავინ აღმოჩნდა.

გავრცელებული ცნობით, არსებობს 15-წუთიანი შემზარავი კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ ებრძვის ბავშვი სიკვდილს...

ჩვილ ბავშთა სახლში, მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველიც სწავლობს. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ თანამდებობა დატოვა დაწესებულების დირექტორმა დავით პავლიაშვილმა, სამსახურიდან გათავისუფლდნენ მორიგე თანამშრომლებიც.

ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობას ამჟამად თეა სიმონია ასრულებს, რომელსაც 28 ნოემბერს მომხდარი ფაქტის შესახებ ვესაუბრეთ.

როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა, საქმე აღძრულია. ბავშვის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა პასუხები კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„საუბრობენ ძალიან ბევრ საკითხზე, თუმცა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი შეიძლება სხვა რამე იყოს. ამიტომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ნაადრევია. რაც შეეხება ვიდეო-კადრებს, პირადად მე ეს კადრები ნანახი არ მაქვს. ჩემს ოთახში არის ის მონიტორი დამონტაჟებული, საიდანაც ჯგუფებში დამონტაჟებული კამერები კონტროლდება. მე გადახვევის რეჟიმთან წვდომა არ მაქვს. შესაბამისად, ეს კადრები ნანახი არ მაქვს“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ჩვილ ბავშვთა სახლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

თეა სიმონიას განცხადებით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც იქნა გამოძახებული.

„ვერ გეტყვით, ზუსტად რომელ საათზე მოვიდა სასწრაფო. როგორც წესი, ისინი არასდროს იგვიანებენ ჩვენი პროფილის გათვალისწინებით. ვინაიდან მძიმე დაავადების მქონე ბავშვებთან გავაქვს შეხება, ხშირად გვიწევს მათი გამოძახება და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მათ დაეგვიანებინათ“- აცხადებს სიმონია.

მისი თქმით, ბავშვის გარდაცვალების საკითხზე, ბენეფიციარის მშობლებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

„არა, არაფერი აბსოლუტურად“ - თქვა თეა სიმონიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული.

დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზსს დაადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42