თბილისის პროკურეატურაში ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები, ადვოკატები და ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმყოფებიან. ისინი საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათვისთვის მივიდნენ. შეხვედრის ინიციატორი თბილისის მთავარი პროკურორია.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ადვოკატებს საქმის მასალები უნდა გადაეცეთ.
ნიკოლეიშვილის თქმით, პროცესის მწარმოებელი თბილისის პროკურატურაა და მათი თანხმობის გარეშე რაიმე მოქმედების შესრულება შეუძლებელია. ექსპერტი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მას მანქანაზე წვდომა ექნება, რომელშიც შსს-ს ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა და რომელიც ამ დროისთვის დალუქულია გამოძიების მიერ.
პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ. ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ კუჭავას სხეულზე არსებული დაზიანებები თვითმკვლელობის ვერსიას ვერ ამყარებს.
მასალის გამოყენების პირობები






