ბიჭინა კუჭავას ოჯახის წვერების და ადვოკატების განცხადებებს შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.
მისი განცხადებით, განცხადებების გაკეთების დროს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.
„საზოგადოებას ვუთხარი პასუხი შეკითხვებზე, რომელიც დაისვა ჩვენს მიმართ. უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს, მისი ვალდებულებაა ამტკიცოს ბრალეულობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
იგი ასევე უსაფუძვლო ჭორს უწოდებს ადვოკატების განცხადებას, რომ მათ დავით პოპოვი შსს-მ და სუს-მა მიუგზავნა.
„უსაფუძვლო ჭორია. ამის დადასტურება არ შემიძლია“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ოჯახმა შს მინისტრის მოადგილე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები






