"მე თავს ვერავისზე ვერ დავდებ" - ბიძინა კუჭავას პირველი ცოლი ქირიებს უსამძიმრებს
სამართალი - 12:52, 20 Jan, 2016     7843
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ყოფილი მეუღლე მაია კუჭავა აცხადებს, რომ ბრალდებული "ამ სცენარით ნამდვილად არ იმოქმედებდა."
მაია კუჭავა გამორიცხავს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"მინდა გითხრათ, რომ ეხლა ჩემთვის ძალიან მძიმე დღეებია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არანაკლები ვიდრე მქონდა 2006 წლის იანვარში. სწორედ ამიტომ მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია და გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი.
ბიძინა კუჭავა ეს იყო ადამიანი, რომელთანაც მაკავშირებს მთელი ცხოვრება. რომელთანაც მაკავშირებს შვილები და საერთოდ, ყველა და ყველაფერი. ჩვენ მრავალი წელი ვცხოვრობდით ერთად და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საკუთარ თავზე მეტად ვიცნობდი.
მე თავს ვერავისზე ვერ დავდებ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბიძინა კუჭავა იყო საკმაოდ ძლიერი და ჭკვიანი პიროვნება და ის ამ სცენარით არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებდა.
ამიტომაც, ჩემთვის მიუღებელი და დაუჯერებელია ეს ყველაფერი. პირადად მე ამის არ მჯერა, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია განსასჯელად. აქვე, გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო ბატონ ვახტანგ ქირიას ოჯახს და ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო"- აღნიშნავს ბრალდებულის ყოფილი მეუღლე.

შეგახსენებთ, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათ საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
ბიძინა კუჭავას ხვალ დაკრძალავენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42