როგორც „ნიუპოსტს“ გოროზიამ განუცხადა, შეხვედრა მალევე ჩაიშალა და ამის მიზეზი პოპოვის მიერ შეხვედრის ჩაწერის მცდელობა აღმოჩნდა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი პოპოვი იყო. ადვოკატები ეჭვობენ, რომ მოწმე მიგზავნილი იყო.
„მე და ქალბატონი ნათია კორკოტაძე შევხდით პოპოვს. ის მოვიდა ჩამწერი მოწყობილობით და აწარმოებდა შეხვედრის ჩაწერას. როდესაც ჩვენი მხრიდან მოხდა ჩამწერი აპარატის დაფიქსირება, რის შემდეგაც მან დატოვა ტერიტორია. ის შეეცადა ჩვენს პროვოცირებას თითქოს ჩვენ ვცდილობდიტ მასზე ზეწოლის განხორციელებას. ის იყო გამოგზავნილი სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ“, - განაცხადა გოროზიამ.
პოპოვმა შეხვედრა მოულოდნელად დატოვა, თუმცა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა. მან დაადასტურა, რომ ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა. მისივე განცხადებით, პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ორჯერ ჰყავს ნანახი.

მასალის გამოყენების პირობები






