ქუთაისში პატიმარმა ხელი დაიჭედა და შიმშილობა დაიწყო
სამართალი - 18:32, 19 Jan, 2016     2231

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა პროტესტის ნიშნად ხელი დაიჭედა და შიმშილობა დაიწყო.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, მომხდარი არ უკავშირდება მსჯავრდებულის უფლებების შელახვას ან საყოფაცხოვრებო პირობებს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა და თვითდაზიანება, რომელსაც N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა ო.ა-მ მიმართა, არამიზანშეწონილია.

მით უმეტეს, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა არ უკავშირდება უფლებების შელახვას, ან საყოფაცხოვრებო პირობებს.

მსჯავრდებულ ო.ა-ს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას და დასაქმებას, განვმარტავთ, რომ როგორც მსჯავრდებულის დასაქმების, ასევე, თითოეული მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს სწავლობენ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, რათა თავიდან იყოს აცილებული გადაყვანასთან დაკავშირებული შესაძლო ექსცესები, როგორც სხვა პატიმრებთან, ასევე, გადასაყვანი პირის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ო.ა-ს თვითდაზიანებებისადმი მიდრეკილება და სხვა გარემოებები სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ხელს არ უწყობს მის დასაქმებას და ღია ტიპის დაწესებულებაში გადაყვანას.

მსჯავრდებული ო.ა ორჯერ არის ნასამართლევი ქურდობის ბრალდებით, პირველად 2011 წელს, რაზეც სასჯელის ვადა 2014 წელს დაუმთავრდა. გათავისუფლებიდან მოკლე პერიოდში კი, ანალოგიური ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მეორედ მიესაჯა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა ვერც ერთი მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება პრივილეგიების მოპოვების ან სარეჟიმო მოთხოვნების შესუსტების საფუძველი.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის თვალსაზრისით, რაშიც დასაქმება ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მრავალ სიახლეს ნერგავს, მათ შორის პარლამენტში ინიცირიებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა დამტკიცების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე კაპიტალურ სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმება, ასევე, მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაცია იქნება შესაძლებელი. ყოველივე ეს მათ შესაძლებლობას მისცემს სასჯელის მოხდის პერიოდში შემოსავალი მიიღონ, დანაზოგი გააკეთონ და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებას სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ. დასაქმება მსჯავრდებულთა რისკების შეფასების შედეგად მოხდება. დასაქმდებიან პირები, რომლებიც არ არიან საშიში, როგორც სხვა მსჯავრდებულთათვის, ასევე, საკუთარი თავისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42