ავტომობილის მართვის დროს მობილურის გამოყენებისთვის ჯარიმა იზრდება- ინფორმაცია მძღოლებისთვის
სამართალი - 16:06, 19 Jan, 2016     10159
საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის თანახმად, რომლიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის ითვალისწინებს. საგზაო მოძრაობისას რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება, რიგ დარღვევებზე კი მართვის უფლების ჩამორთმევა ფულადი ჯარიმით იცვლება:

კერძოდ, 116-ე მუხლის შენიშვნის 41 ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს 700 ლარის ოდენობის ჯარიმით, რაც დღეს მოქმედი ნორმაა, თუმცა შენიშვნის 41 ნაწილის ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ნაცვლად 10 ლარისა 30 ლარის ოდენობით. განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა, განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ანსაურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

მოპედით ან მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის ან/და მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

119-ე მუხლის 72 ნაწილში შესატანი ცვლილების მიხედვით, დამუქებული მინების მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა აღარ გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას. აღნიშნული სახდელი შეიცვლება - 300 ლარის ოდენობის ჯარიმით, რაც ასევე კავშირშია ქულათა სისტემის ფორმირებასთან.

იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ან სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით (მოწმობა) სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით

სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით

ქვეითებთან მიმართებით მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით

მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

125-ე მუხლის: • მე-2 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე (სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას). აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მგზავრთა გადაყვანის დროს უფრო მეტად იყოს დაცული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები და არ მოხდეს სიჩქარის გადაჭარბებით ადგილობრივ საქალაქო, საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო რეისების შესრულება; • მე-4 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 250-დან 300 ლარამდე (სიჩქარის გადაჭარბება, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა); • მე-5 ნაწილით განსაზღვრული 1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება იცვლება 500 ლარიანი ჯარიმით (სიჩქარის გადაჭარბება , რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება), რაც ასევე უკავშირდება ქულათა სისტემის ფორმირებას;

სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რა დროსაც სრულად არის დაკავებული გზის სავალი ნაწილი, –1 წლის ვადით მართვის უფლების შეჩერება იცვლება 500 ლარიანი ჯარიმით

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტტან დაკავშირებით პირველი საკომიტეტო სხდომა 21 იანვარს გაიმართება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს საკანონმდებლო ინიციატივას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42